- სასმელი მინერალური წყლები
- ფლორა
- ფაუნა
- მინერალური რესურსები
- წყლის რესურსები
- საზღვრები
- ფართობი
- ტერიტორიის ფორმირება
- ატმოსფერული ცირკულაცია
- მზის რადიაცია
- ჰავა
- გეოპოლიტიკური მდებარეობა
- ეკონომიკურ-გეოგრაფიული მდებარეობა
- ფიზიკურ-გეოგრაფიული მდებარეობა
- საქართველოს სამეფო
- სამცხე-საათაბაგო
- იმერეთის სამეფო
- კახეთის სამეფო
- ქართლის სამეფო
- ჰერეთის სამეფო
- აფხაზთა სამეფო
- ტაო-კლარჯეთის სამეფო
- ეგრისის სამეფო
- იბერიის სამეფო
- დიაოხის სამეფო
- ქართლ-კახეთის სამეფო XVIII საუკუნის 80-90-იან წლებში
- დასავლეთ საქართველოს სამეფო-სამთავროები XVIII საუკუნეში
- ქართლ-კახეთი XVIII საუკუნის 40-70 იან წლებში
- ქართლის და კახეთის სამეფოები XVIII საუკუნის პირველ ნახევარში
- სამცხე-საათაბაგო XVII საუკუნეში
ღირსნი ექვთიმე და ნეოფიტე დოხიარელები (X)9 (22) ნოემბერიღირსი ექვთიმე და ნეოფიტე დოხიარელები, ბიძა-ძმისწული, ბიზანტიის უმაღლეს არისტოკრატიას ეკუთვნოდნენ. ექვთიმე ჯერ კიდევ ერისკაცობაში მეგობრობდა წმიდა ათანასე ათონელთან (ხს. 5 ივლისს), შემდეგ კი მისივე ხელით აღიკვეცა ბერად და დიდი მოსაგრის მოწაფე გახდა. გულწრფელი ძმათმოყვარებისთვის, სიმდაბლისა და საოცრად გულმოდგინე მოღვაწეობისთვის ნეტარმა ათანასემ წმიდანს დოხიარობა (იკონომოსობა) მიანდო. ამ მოვალეობას ექვთიმე ისე აღასრულებდა, როგორც თავად უფლისგან დაკისრებულს. ღირსი მამა რამდენიმე ბერთან ერთად დაფნედ წოდებულ ადგილას დამკვიდრდა და აქ დააარსა წმიდა ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის მონასტერი, რომელსაც თავისი მორჩილების საქმის მოსაგონებლად დოხიარი დაარქვა. ექვთიმე სიყვარულით მოძღვრავდა თავის მცირე სამწყსოს, ასწავლიდა საკუთარი თავისადმი, სულის ყოველი მოძრაობისადმი განსაკუთრებული ყურადღების აუცილებლობას, მოაგონებდა მათ პავლე მოციქულის სიტყვებს, რომ ქრისტიანთა ბრძოლა „არა არს სისხლთა მიმართ და ჴორცთა, არამედ მთავრობათა მიმართ და ჴელმწიფებათა, სოფლის მპყრობელთა მიმართ ბნელისა ამის საწუთროჲსათა" (ეფ. 6, 12). ბერების მშვიდი მოსაგრე ცხოვრების რიტმი სარკინოზებმა დაარღვიეს. ღირსმა ექვთიმემ საძმო ტყეში გახიზნა. როცა დაბრუნდნენ, მათ მონასტერი საძირკვლამდე დანგრეული დაუხვდათ. წმიდა მამა სულით არ დაცემულა და სავანეც ააღორძინეს. ღირსი ნეოფიტე ერისკაცობაში იმპერატორ ნიკიფორე ფოკას (963-969) დაახლოებული პირი იყო. მშობლების გარდაცვალების შემდეგ მან ათონს მიაშურა და თავისი ბიძის, ღირსი ექვთიმეს მონასტერში ბერად აღიკვეცა. აღსასრულის წინ ექვთიმემ სავანის წინამძღვრობა თავის ძმისწულს გადააბარა. ღირსი ნეოფიტეს იღუმენობის დროს მცირე მონასტერი ლავრად გარდაიქმნა. წმიდანმა იმპერატორ ნიკიფორეს შესთავაზა, მონასტრის ქტიტორი გამხდარიყო. მისი შემოწირულობებით დოხიარი გააფართოვა და დღევანდელი სახე მისცა. ნეტარი ნეოფიტე პროტად (პროტატის - წმიდა მთის ბერთა საბჭოს წინამძღვრად) დადგენის ღირსი შეიქნა და დიდხანს იღვწოდა ამ ხარისხში: როცა წმიდანი მხცოვანების გამო პროტატიდან გაათავისუფლეს, იგი დოხიარის მონასტერს დაუბრუნდა და მშვიდად შეჰვედრა სული უფალს (X). „წმიდანთა ცხოვრება", ტომი IV, თბილისი, 2003 წ. | |
მომწონს
+32
|
html-კოდი ინფორმაციის | |
BB-კოდი ინფორმაციის | |
გაუზიარე ეს ინფორმაცია მეგობარს |
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია
სულ კომენტარები: 0 | |