























სასმელი მინერალური წყლები
ფლორა
ფაუნა
მინერალური რესურსები
წყლის რესურსები
საზღვრები
ფართობი
ტერიტორიის ფორმირება
ატმოსფერული ცირკულაცია
მზის რადიაცია
ჰავა
გეოპოლიტიკური მდებარეობა
ეკონომიკურ-გეოგრაფიული მდებარეობა
ფიზიკურ-გეოგრაფიული მდებარეობა
საქართველოს სამეფო
სამცხე-საათაბაგო
იმერეთის სამეფო
კახეთის სამეფო
ქართლის სამეფო
ჰერეთის სამეფო
აფხაზთა სამეფო
ტაო-კლარჯეთის სამეფო
ეგრისის სამეფო
იბერიის სამეფო
დიაოხის სამეფო
ქართლ-კახეთის სამეფო XVIII საუკუნის 80-90-იან წლებში
დასავლეთ საქართველოს სამეფო-სამთავროები XVIII საუკუნეში
ქართლ-კახეთი XVIII საუკუნის 40-70 იან წლებში
ქართლის და კახეთის სამეფოები XVIII საუკუნის პირველ ნახევარში
სამცხე-საათაბაგო XVII საუკუნეში
წმიდა იაკობ ეპისკოპოსი (+დაახლ. 775)
21 (03.04) მარტი
წმიდა იაკობ ეპისკოპოსი სიყრმითგან ესწრაფვოდა განმარტოებულ ცხოვრებას. მან დატოვა სახლი, სტუდიის მონასტერს მიაშურა და ბერად აღიკვეცა. წმიდა იაკობი მკაცრ შრომაში, მარხვასა და ლოცვაში ცხოვრობდა. ღვთისმოსავსა და წმიდა წერილის შესანიშნავად მცოდნე ბერს კატანის (სიცილია) ეპისკოპოსად დაასხეს ხელი. ხატმებრძოლი იმპერატორის კონსტანტინე V კოპრონიმის (741-775) დროს წმიდა იაკობს არაერთხელ მოსთხოვეს წმიდა ხატთა გმობა. წმიდა აღმსარებელმა დაითმინა ტყვეობა, შიმშილი, წამება, მაგრამ მართლმადიდებლობა არ უარუყვია. წმიდა ეპისკოპოსი იაკობი გარდაიცვალა დევნულობაში...
ღირსი იაკობ მმარხველი (VI)
4 (17) მარტი
ღირსი იაკობ მმარხველი (IV) ფინიკიის ქალაქ პროთირიონთან ახლოს მოღვაწეობდა. ის 15 წელი ცხოვრობდა გამოქვაბულში და, განსაკუთრებული ღვთისმოსაობის გამო, უფლისაგან სასწაულთქმედების ნიჭი მიემადლა. მისი გავლენით, ბევრი იქაური მცხოვრები მოექცა ქრისტეს სჯულზე. შემდეგ იაკობი სხვა გამოქვაბულში გადავიდა და იქ 30 წელი გაატარა. ეშმაკმა საშინელი განსაცდელი მოუვლინა წმიდანს: ერთხელ იაკობმა ბოროტი სულით შეპყრობილი გოგონა განკურნა, შემდეგ კი ცოდვით დაეცა მასთან...ღირსი იაკობი, ნიზიბიელი ეპისკოპოსი (+350)
13 (26) იანვარი
ღირსი იაკობ ნიზიბიელი, გეფალელი (სომხეთი) მთავრის ძე იყო. მან კარგი განათლება მიიღო, მაგრამ ამქვეყნიურ მშფოთვარე ცხოვრებაში სულის მისადრეკი ადგილი ვერ ჰპოვა და ნიზიბიის მახლობლად, უდაბურ მთებში განმარტოვდა. აქ მან ფიცხელი ღვაწლი იტვირთა: მხოლოდ მცენარეთა ფესვებით და ნაყოფებით იკვებებოდა, თხის ტყავი ემოსა გაზაფხულს, ზაფხულს და შემოდგომას ღია ცის ქვეშ ატარებდა, ზამთრობით კი გამოქვაბულს აფარებდა თავს; წმიდანს ლოცვაში ათენდებოდა და აღამდებოდა...წმიდა მოციქული იაკობ ზებედესი - ძმა იოანე ღვთისმეტყველისა (44)
30 (13.05) აპრილი
წმიდა მოციქული იაკობ ზებედესი (+44) 12 მოციქულთაგანი იყო და ქრისტეს მიერ მოწოდებულ იქნა თავის ძმასთან - მოციქულ იოანე ღვთისმეტყველთან ერთად.
სულიწმიდის გარდამოსვლის შემდეგ წმიდა იაკობი ქადაგებდა ესპანეთში და სხვა ქვეყნებში, შემდეგ იერუსალიმს დაუბრუნდა. მოციქული ქადაგებდა იესო ქრისტეს, როგორც მაცხოვარს, წმიდა წერილის სიტყვებით ამხელდა ფარისევლებს და მწიგნობრებს, საყვედურობდა მათ გულგრილობისა და ურწმუნოების გამო...წმიდა მოწამე იაკინთე ამასტრიდელი (IV)
18 (31) ივლისი
წმიდა მოწამე იაკინთე ქალაქ ამასტრიდაში მცხოვრებ კეთილმსახურ ქრისტიანთა ოჯახში დაიბადა. ახალშობილს სახელი სასწაულებრივ გამოცხადებულმა ანგელოზმა დაარქვა. ჩვილი სამი წლისა იყო, როცა უფალმა მისი ლოცვით მიცვალებული ყრმა მკვდრეთით აღადგინა. ამის შემდეგ ორივე ყმაწვილი ერთად იზრდებოდა, ერთად იღვწოდნენ კეთილმსახური ცხოვრებით. ერთხელ წმიდა იაკინთემ იხილა, თუ როგორ სცემდნენ თაყვანს ხეს წარმართები და, მათი გონების სიბრმავით გულშეძრულმა, ხე მოჭრა. ამისთვის უღმრთოებმა იგი სასტიკად აწამეს: კბილები ჩაუმსხვრიეს, ბაწრებით გაკოჭილი ათრიეს, და ბოლოს, საპყრობილეში ჩააგდეს, სადაც შეჰვედრა კიდეც სული უფალს (+არა უგვიანეს IV ს)...
წმიდა მოწამე იაკინთე (+108)
3 (16) ივლისი
წმიდა მოწამე იაკინთე კესარიის კაბადოკიაში მცხოვრებ მართლმორწმუნეთა ოჯახში აღიზარდა. იგი რომის იმპერატორ ტრაიანეს (98-117) კარზე მსახურობდა.
ერთხელ იაკინთე ოთახში გამოკეტილი, მხურვალედ ლოცულობდა. ლოცვის სიტყვები ერთმა მსახურმა გაიგონა და ჭაბუკი ტრაიანესთან დაასმინა: მეფის ბრძანებას არ ასრულებს, რომაულ ღვთაებებს არ ეთაყვანება და ქრისტეს მიმართ ფარულად ლოცულობსო...
წმიდა მოწამე ია (+362-364)
11 (24) სექტემბერი
წმიდა მოწამე იას აიგივებენ ღირსმოწამე ევდოკიასთან (ხს. 4 აგვისტოს), რომელიც საპორ II-ის მიერ სპარსეთის ქალაქ ბიზადაში ტყვედ წასხმულ ქრისტიანებს შორის მოხვდა. ჭეშმარიტი სარწმუნოების ქადაგებისთვის წარმართებმა იგი შეიპყრეს. მთავარი ქურუმი ნეტარისგან დაჟინებით ითხოვდა, დაეგმო ჭეშმარიტი ღმერთი, მაგრამ ამაოდ. ამის შემდეგ წმიდა ია აწამეს და საპყრობილეში ჩააგდეს; განმეორებითი წამების შემდეგ კი თავი მოჰკვეთეს (იხ. 4 აგვისტოს საკითხავი)...
წმიდა მოწამე ზაქარ... | წმიდა მოწამენი: ივ... | მოციქულნი: არისტარ... |
ღირსი ამონი (+დაახ... | წმიდა ემილია, ბასი... | წმიდა ევთალია ქალწ... |
![]() | ![]() | |


















































