მოგესალმებით!კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენს საიტზე "უფალი გფარავდეთ"
  

  

  

  

  

  

Real Menu
საიტის მენიუ
მთავარი კონტაქტი ფლეშ სიახლეები ხატები და ფრესკები ეკლესია–მონასტრები თქვენი თხოვნები რა არის როკ–მუსიკა სამარხვო კერძები სხვადასხვა მამათა გამონათქვამები საგალობლები ბიბლია მარხვები დღესასწაულები საქართველოს ისტორია ფსალმუნები დასაბეჭდი ლოცვანი ქადაგებანი და წერილები ხატები ფოტოალბომი წმინდა სინოდი ქრისტეს 12 მოციქული პატერიკი სახარება ჩვენი ტაძარი მამათა სწავლებანი
ფეისბუქის ქოვერები

ჩვენთან არს ღმერთი



















ჩვენი გამოკითხვა
როგორი საიტია ?
ჩვენი გამოკითხვა
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
საიტის წევრები არ არიან...
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
სტუმარი მომხმარებელი
საიტზე ძებნა
მომხმარებლის პროფილი
სტუმარო


სტუმარო გთხოვ დარეგისტრირდი ან გაიარე ავტორიცაზია!


აუდიო ბიბლია
ჩვენთან არს ღმერთი



















თქვენი რეკლამა



Top სტატუსი



სიტყვა წმ. იოანე ზედაზნელობას
ჭეშმარიტების, შიშისა და ეგოიზმისათვის

მარჯვნივ
მარცხნივ



ყოველდღიური სიახლეები ვიდეო სიახლეები წმიდანთა ისტორიები

დაამატა: Sarcmunoeba
კატეგორია: ჩვენი ტაძარი
წმიდა მოწამე თეოფილე ახალი

წმიდა მოწამე თეოფილე ახალი (+784)

30 (12.02) იანვარი

წმიდა მოწამე თეოფილე ახალი კონსტანტინეპოლელი, ბერძენთა ლაშქრის მხედართმთავარი და სენატორი იყო. არაბებთან ერთ-ერთი ბრძოლის დროს მტრებმა იგი ტყვედ ჩაიგდეს. უსჯულოები ამაოდ ეცადნენ წმიდანის გადადრეკას ჭეშმარიტი სარწმუნოებიდან, რის შემდეგაც კუნძულ კვიპროსზე საპყრობილეში ჩააგდეს. ოთხი წლის შემდეგ ნეტარ მოწამეს თავი მოჰკვეთეს...

ნანახია: 936    კომენტარები: (0)    სრული ინფორმაცია აქ !
დაამატა: Sarcmunoeba
კატეგორია: ჩვენი ტაძარი
ღირსი თეოფილაქტე, ნოკომიდიელი

ღირსი თეოფილაქტე, ნოკომიდიელი (+842-845)

8 (21) მარტი

ღირსი თეოფილაქტე ნოკომიდიელი (842-845) ხატმებრძოლთა ერესის ბატონობის დროს ცხოვრობდა კონსტანტინეპოლში. იმპერატორ ლეონ ხაზარის (775-780) სიკვდილის შემდეგ ტახტზე კონსტანტინე VI (780-797) ავიდა, შეიცვალა პატრიარქიც: წმიდა პავლემ (ხს. 30 აგვისტოს) უარი განაცხადა მღვდელმთავრის კათედრაზე (784 წ.)...

ნანახია: 987    კომენტარები: (0)    სრული ინფორმაცია აქ !
დაამატა: Sarcmunoeba
კატეგორია: ჩვენი ტაძარი
ნეტარი დედოფალი თეოფანია

ნეტარი დედოფალი თეოფანია (+893-894)

16 (29) დეკემბერი

ნეტარი დედოფალ თეოფანიას დიდგვაროვან მშობლებს შვილი დიდხანს არ ეძლეოდათ და ღვთისმშობელს მხურვალედ ევედრებოდნენ შემწეობას. ბოლოს მათ შეეძინათ ასული, რომელსაც თეოფანია (ღმერთშემოსილი) დაარქვეს.

თეოფანია სიყრმიდანვე გამოირჩეოდა გულისხმიერებითა და ღვთისმოშიშებით, ამიტომაც იმპერატორმა ბასილი მაკედონელმა (867-886) იგი თავისი მემკვიდრის - ლეონის (შემდგომში ბრძნად წოდებულის) (886-912) მეუღლედ გამოარჩია...

ნანახია: 978    კომენტარები: (0)    სრული ინფორმაცია აქ !
დაამატა: Sarcmunoeba
კატეგორია: ჩვენი ტაძარი
ღირსი თეოფანე აღმსარებელი, კანონმთქმელი, ნიკეის ეპისკოპოსი

ღირსი თეოფანე აღმსარებელი, კანონმთქმელი, ნიკეის ეპისკოპოსი (+დაახლ. 850)

11 (24) ოქტომბერი

ღირსი თეოფანე აღმსარებელი, კანონმთქმელი, ნიკეის ეპისკოპოსი არაბეთში დაიბადა. იგი ღირსი თეოდორე გამომეტყველის (ხს. 27 დეკემბერს) უმცროსი ძმა იყო. ძმებმა ბრწყინვალე განათლება მიიღეს, განსაკუთრებით ფილოსოფიით იყვნენ დაინტერესებულნი. ღვთის შეცნობის წყურვილმა ისინი წმიდა საბას ლავრაში მიიყვანა. აქ ღირსი თეოფანე ბერად აღიკვეცა, რამდენიმე წლის შემდეგ კი მღვდელ-მონაზვნად აკურთხეს...

ნანახია: 1008    კომენტარები: (0)    სრული ინფორმაცია აქ !
დაამატა: Sarcmunoeba
კატეგორია: ჩვენი ტაძარი
ღირსი თეოფანე მოწყალე

ღირსი თეოფანე მოწყალე

29 (12.10) სექტემბერი

ღირსი თეოფანე სირიის ქალაქ ღაზაში მოღვაწეობდა. წმიდანი კეთილი და გულმოწყალე იყო, მთელი ქონება მან მოყვასის მსახურებას შეალია, თვითონ კი სრულიად გაღატაკდა. ნეტარს ჯანის სიმრთელეც წაერთვა და სენმა გატანჯა: სხეული უშუპდებოდა, ულპებოდა და ყარდა. იგი დიდსულოვნად ითმენდა ტკივილს და ყველაფრისთვის მხურვალედ მადლობდა უფალს...

ნანახია: 1003    კომენტარები: (0)    სრული ინფორმაცია აქ !
დაამატა: Sarcmunoeba
კატეგორია: ჩვენი ტაძარი
ღირსი თეოფანე აღმსარებელი

ღირსი თეოფანე აღმსარებელი (+დაახლ. 300)

9 (22) სექტემბერი

ღირსი თეოფანე აღმსარებელი წარმართთა ოჯახში დაიბადა. მან სიჭაბუკეში ირწმუნა ქრისტე, მოინათლა და მშობლებისგან ფარულად მხცოვან განდეგილ ბერს მიაშურა. მოსაგრემ ყმაწვილს საღვთო წიგნების კითხვა და ბერული ცხოვრების წესები შეასწავლა. ხუთ წელიწადში იგი გარდაიცვალა და თეოფანემ ორმოცდათვრამეტი წელი სრულ მარტოობაში გაატარა განდეგილის მღვიმეში...

ნანახია: 917    კომენტარები: (0)    სრული ინფორმაცია აქ !
დაამატა: Sarcmunoeba
კატეგორია: ჩვენი ტაძარი
ღირსი თეოფანე ანტიოქიელი და წმიდა პანსემინა

ღირსი თეოფანე ანტიოქიელი და წმიდა პანსემინა (+369)

10 (23) ივნისი

ღირსი თეოფანე ანტიოქიელი (+369) წარმართულ ოჯახში აღიზარდა. იგი ადრე დაქორწინდა, მაგრამ სამ წელიწადში გარდაეცვალა მეუღლე. დაქვრივებული თეოფანე ქრისტეს გზას შეუდგა - მოინათლა, განერიდა შფოთითა და ამაოებით აღსავსე ცხოვრებას და ქალაქგარეთ, ვიწრო კელიაში დაემკვიდრა. მასთან ხშირად მოდიოდნენ შეჭირვებული ადამიანები, სულის წყლულებს უმხელდნენ და კურნებას სთხოვდნენ. წმიდანი ურჩევდა მათ შვება ღვთის მცნებების ერთგულებასა და უბიწო ცხოვრებაში ეძებნათ. წუხდა, როცა ხედავდა, რომ გარყვნილება ნიაღვარივით მოსდებოდა და წალეკვით ემუქრებოდა ანტიოქიას...

ნანახია: 910    კომენტარები: (0)    სრული ინფორმაცია აქ !
დაამატა: Sarcmunoeba
კატეგორია: ჩვენი ტაძარი
ღირსი თეოფანე სიღრიანელი

ღირსი თეოფანე სიღრიანელი (+818)

12 (25) მარტი

ღირსი თეოფანე სიღრიანელი (+818) დაიბადა კონსტანტინეპოლში, კეთილშობილ და ცნობილ ოჯახში. მისი მამა ბიზანტიის იმპერატორის, ლეონ ისავრიელის (717-74) ნათესავი იყო. სამი წლის თეოფანეს მამა გარდაეცვალა. თეოფანე სასახლის კარზე გაიზარდა და იმპერატორ ლეონ ხაზარის (775-780) წარჩინებული კარისკაცი გახდა. ის მდგომარეობამ აიძულა, ცოლი შეერთო, მაგრამ, მეუღლესთან შეთანხმებით, უბიწოება დაიცვა, რადგან მის სულში ბერული ცხოვრების სურვილი ღვივდებოდა...

ნანახია: 982    კომენტარები: (0)    სრული ინფორმაცია აქ !
დაამატა: Sarcmunoeba
კატეგორია: ჩვენი ტაძარი
წმიდა თეოფანე დაყუდებული

წმიდა თეოფანე დაყუდებული (+ 1894)

10 (23) იანვარი

წმიდა თეოფანე დაყუდებული (ერობაში გიორგი ვასილის ძე გოვოროვი) ირლოვის გუბერნიის სოფელ ჩერნავსკში დაიბადა 1815 წლის 10 იანვარს. მამამისი ვასილი ამავე სოფლის წმიდა ვლადიმირის ტაძარში მსახურობდა მღვდლად. დედა ტატიანა - მღვდლის ოჯახიდან იყო...

ნანახია: 1163    კომენტარები: (0)    სრული ინფორმაცია აქ !
დაამატა: Sarcmunoeba
კატეგორია: ჩვენი ტაძარი
წმიდა მოწამე თეოტეკნი

წმიდა მოწამე თეოტეკნი (III-IV)

10 (23) ოქტომბერი

წმიდა მოწამე თეოტეკნი მხედართმთავარი იყო იმპერატორ მაქსიმიანე გალერიუსის (305-311) დროს. ერთხელ ანტიოქიაში, სადაც მსახურობდა უფლის რჩეული, იმპერატორი ჩავიდა და მოითხოვა, ქალაქის ყველა მკვიდრს წარმართული ღვთაებებისთვის მსხვერპლი შეეწირა. ქრისტიანმა თეოტეკნმა უარი განაცხადა ბრძანების შესრულებაზე. მაშინ უსჯულო თვითმპყრობელმა, რომელიც აბუჩად იგდებდა მაცხოვრის სარწმუნოებას, ახოვან რაინდს დედათა სამოსელი ჩააცვა და მხევლებთან ერთად ძაფის სართავად დასვა...

ნანახია: 996    კომენტარები: (0)    სრული ინფორმაცია აქ !

1-10 11-20 ... 1231-1240 1241-1250 1251-1260 1261-1270 1271-1280 ... 2151-2160 2161-2166

წმიდა მღვდელმოწამე...
დიდმოწამე ეკატერინ...
წმიდა მოწამენი დიო...
მოწამენი: ვასილისა...
ღირსი აფრაატი (+37...
წმიდა მოწამე ვარიფ...

უფალი გფარავდეს

დათვალიერება...

ღვთისმშობელი გფარავდეს მუდამ

დათვალიერება...

გფარავდეს წმიდა ნოე მართალი

დათვალიერება...

ქრისტეს შობა

დათვალიერება...

გილოცავ მთავარანგელოზობის ბრწყინვალე დღესასწაულს

დათვალიერება...

უფალი გფარავდეს მუდამ

დათვალიერება...

უფალი გფარავდეს მუდამ

დათვალიერება...

გფარავდეს ღვთისმშობელი მუდამ

დათვალიერება...

გფარავდეს წმიდა ანდრია პირველწოდებული

დათვალიერება...

უფალმა დაიფაროს სრულიად საქართველო

დათვალიერება...

გფარავდეს წმიდა ბერი პაისი ათონელი

დათვალიერება...

წმიდა ნინო გფარავდეს მუდამ

დათვალიერება...

ქრისტეს შობა

დათვალიერება...

წიგნი – წმიდა იოანე ოქროპირის დარიგებანი

დათვალიერება...

გფარავდეს წმიდა სერაფიმე ვირიცელი

დათვალიერება...

გფარავდეს წმიდა მამა გაბრიელი

დათვალიერება...