- სასმელი მინერალური წყლები
- ფლორა
- ფაუნა
- მინერალური რესურსები
- წყლის რესურსები
- საზღვრები
- ფართობი
- ტერიტორიის ფორმირება
- ატმოსფერული ცირკულაცია
- მზის რადიაცია
- ჰავა
- გეოპოლიტიკური მდებარეობა
- ეკონომიკურ-გეოგრაფიული მდებარეობა
- ფიზიკურ-გეოგრაფიული მდებარეობა
- საქართველოს სამეფო
- სამცხე-საათაბაგო
- იმერეთის სამეფო
- კახეთის სამეფო
- ქართლის სამეფო
- ჰერეთის სამეფო
- აფხაზთა სამეფო
- ტაო-კლარჯეთის სამეფო
- ეგრისის სამეფო
- იბერიის სამეფო
- დიაოხის სამეფო
- ქართლ-კახეთის სამეფო XVIII საუკუნის 80-90-იან წლებში
- დასავლეთ საქართველოს სამეფო-სამთავროები XVIII საუკუნეში
- ქართლ-კახეთი XVIII საუკუნის 40-70 იან წლებში
- ქართლის და კახეთის სამეფოები XVIII საუკუნის პირველ ნახევარში
- სამცხე-საათაბაგო XVII საუკუნეში
წმიდა მოწამე აკვილინა (+293)
13 (26) ივნისი
წმიდა მოწამე აკვილინა (+293) კეთილმორწმუნე ფინიკიელთა ოჯახში იზრდებოდა იმპერატორ დიოკლეტიანეს (284-305) დროს. მშობლები ქრისტეს მცნებების ერთგულებით ზრდიდნენ შვილს. აკვილინასაც გულწრფელად უყვარდა ღმერთი, ეცოდებოდა სულიერ ნათელს მოკლებული თანატოლები და ურჩევდა მათ, შესდგომოდნენ ქრისტეს....მოწამენი: რუთინა დიაკონი, აკვილინა მცირე და მათთან 200 მხედარი (+დაახლ. 310)
7 (20) აპრილი
წმიდა მოწამენი რუთინა დიაკონი, აკვილინა და მათთან 200 მხედარი აღესრულნენ 310 წელს ქალაქ სინოპში, იმპერატორ მაქსიმიანეს (305-311) დროს. როდესაც წმიდა რუთინა დიაკონი შეიპყრეს, წმიდა აკვილინა ზრუნავდა მასზე. ამიტომ ისიც საპყრობილეში ჩააგდეს. ციხეში ყოფნისას მოწამეებმა თავიანთი სასწაულებით მოაქციეს 200 მხედარი, რომლებმაც მათთან ერთად დაითმინეს სიკვდილი ქრისტესთვის: წმიდანებს თავი მოჰკვეთეს...
წმიდა მოციქული აკვილა - სამოცდაათთაგანი (I)
14 (27) ივლისი
წმიდა მოციქული აკვილა, სამოცდაათთაგანი იყო „ჰურიაჲ... პონტოელი ნათესავით" და მეუღლესთან, პრისკილასთან ერთად ქალაქ რომში ცხოვრობდა. იმპერატორ კლავდიუსის (41-54) ზეობისას ყველა ებრაელი გააძევეს დედაქალაქიდან და აკვილაც მეუღლითურთ იძულებული გახდა, დაეტოვებინა იქაურობა. ისინი კორინთოში დასახლდნენ. მალე აქ ათენიდან მოციქული პავლე ჩავიდა სახარების საქადაგებლად, გაეცნო აკვილას და „რამეთუ ერთი ჴელოვნებაჲ იცოდეს, იყოფოდა მათ თანა და იქმოდა" - კარვების დამზადებით ირჩენდნენ თავს (საქმე; 18,3)...
წმიდა მოწამენი: ევგენი, კანდიდი, ვალერინე და აკვილა (III)
21 (03.02) იანვარი
წმიდა მოწამენი: ევგენი, კანდიდი, ვალერიანე და აკვილა დიოკლეტიანესა და მაქსიმიანეს (284-305) ზეობისას აწამა მხედარმთავარმა ლისიუსმა. როცა დევნა დაიწყო, ვალერიანმა, კანდიდმა და აკვილამ მთებს შეაფარეს თავი: მხეცებს შორის ყოფნა არჩიეს წარმართებთან ცხოვრებას. წმიდანებს აქაც მიაგნეს, ქალაქში ჩაიყვანეს და ქრისტეს მხნე აღსარებისთვის სასტიკად აწამეს: ხარის ძარღვებით სცემდნენ, უსერავდნენ სხეულს და ჭრილობებში მარილს უყრიდნენ. ევგენი რამდენიმე დღის შემდეგ შეიპყრეს და ისიც ამგვარადვე ტანჯეს. ბოლოს ოთხივე გახურებულ ღუმელში ჩააგდეს. უვნებლად გადარჩენილ მარტვილებს თავები მოჰკვეთეს...
ღირსი აკეფსიმე (IV)
3 (16) ნოემბერი
ღირსი აკეფსიმე სირიაში, ქალაქ კვიროსის მახლობლად მოღვაწეობდა თეოდოსი დიდის მეფობის დროს. მან სამოცი წელი იცხოვრა ვიწრო მღვიმეში მკაცრი მარხვით, მდუმარებითა და დაუდუმებელი ლოცვით. ერთი ცნობით, შემდგომ იგი პატრიარქის კურთხევით გამოსულა დაყუდებიდან და ეპისკოპოსად უკურთხებიათ. წმიდანმა ღრმა მოხუცებულობაში შეჰვედრა სული უფალს...
წმიდა მოწამენი: აკეფსიმე ეპისკოპოსი, იოსებ ხუცესი და აითალე დიაკონი (IV)
3 (16) ნოემბერი
წმიდა მოწამე აკეფსიმე ეპისკოპოსი სპარსეთის ქალაქ ლაესონის ეკლესიას განაგებდა. მეფე საპორმა ქრისტიანი ღმრთისმსახურების მოძებნა და სიკვდილით დასჯა ბრძანა. შეიპყრეს ეპისკოპოსი აკეფსიმეც, რომელიც იმ დროს ოთხმოცი წლის მოხუცი იყო. გადმოგვცემენ, რომ, როცა ნეტარი დააკავეს, ერთმა ნაცნობმა მოახერხა, მას მიახლოებოდა და წასჩურჩულა, დაებარებინა, თუ ვის უტოვებდა სახლს. წმიდანმა უპასუხა:..წმიდა მოწამენი: აკეფსი და აითალე
11 (24) დეკემბერი
წმიდა მოწამენი: აკეფსი და აითალე სპარსელები იყვნენ. აკეფსი ქალაქ არბელის წარმართი ქურუმი იყო. ქრისტიანი ეპისკოპოსის ლოცვით იგი სასწაულებრივ განიკურნა სნეულებისაგან, რის შემდეგაც ირწმუნა და აღიარა ჭეშმარიტი ღმერთი. ამისთვის აკეფსი საპყრობილეში ჩააგდეს. მალე აქ გამოამწყვდიეს არბელის ეკლესიის დიაკონი, წმიდა აითალეც. მოწამეები მმართველის წინაშე წარადგინეს, სადაც მათ კვლავ გაბედულად აღიარეს თავიანთი სარწმუნოება. მაშინ უსჯულო ხელისუფლის ბრძანებით უფლის რჩეულებს თავი მოკვეთეს...
წმიდა მოწამენი: იულიანე (II), ევსტათი (+დაახლ. 316) და აკაკი (+დაახლ. 321)
28 (10.08) ივლისი
წმიდა მოწამე იულიანე ანტონინუს პიუსის (138-161) მეფობის დროს ეწამა იტალიაში, კამპანიის პროვინციაში. მმართველმა ფლაბიანემ განკარგულება გასცა, მოეძებნათ ქრისტიანები და მის წინაშე წარედგინათ. სწორედ ამ დროს ჩავიდა იქ დალმაციიდან ქრისტიანი ჭაბუკი იულიანე და შემხვედრ მეომრებს თბილად მიესალმა: „მშვიდობა თქვენდა, ძმებო!" პასუხად სადაურობა და აღმსარებლობა გამოჰკითხეს ნეტარს...
ღირსი აკაკი მორჩილი, „კლემაქსსა" შინა მოხსენებული (VI)
7 (20) ივლისი
ღირსი აკაკი მორჩილი - „ჭაბუკი... წრფელი ბუნებითა და ბრძენი გონებითა" ასიის ერთ-ერთ მონასტერში მოღვაწე ფრიად უდები და ფიცხი ბერის მორჩილებაში იმყოფებოდა. მრისხანე ბერი „არათუ ოდენ გინებითა და შეურაცხებითა, არამედ ცემითა და გვემითა მარადღე სტანჯვიდა მას". წმიდა მამას, იოანე საბაწმინდელს უთქვამს: „მე ვხედევდ მას მარადდღე გვემასა შინა ფრიადსა და ჭირსა მსგავსად მონისა, სყიდულისა". ჭაბუკი ყველაფერს სულგრძელებით და მადლობით ითმენდა...
წმიდა მღვდელმოწამე პატრიკი, პრუსელი ეპისკოპოსი, მასთან სამი ხუცესი: აკაკი, მინანდრი და პოლიენი (100)
19 (01.06) მაისი
წმიდა მღვდელმოწამე პატრიკი, პრუსელი ეპისკოპოსი, მასთან სამი ხუცესი: აკაკი, მენანდრე და პოლიენი (+100). წმიდა პატრიკი იყო ბითვინიის პრუსიის ეპისკოპოსი. მღვდელმთავარი სამ მღვდელთან: აკაკისთან, მენანდრესა და პოლიენთან ერთად შეიპყრეს და ქალაქის მთავარს იულიუსს წარუდგინეს. მთავარი სამკურნალოდ მიდიოდა და ბრძანა, ბორკილდადებული ეპისკოპოსი და მღვდლებიც ეახლებინათ მისთვის...სად და როდის უნდა ... | ღირსი ავქსივიუსი, ... | უფლის ამაღლება |
სიკვდილის საყოველთ... | წმიდა ზოსიმე მონაზ... | დიდმოწამე ევსტათი-... |