






















სასმელი მინერალური წყლები
ფლორა
ფაუნა
მინერალური რესურსები
წყლის რესურსები
საზღვრები
ფართობი
ტერიტორიის ფორმირება
ატმოსფერული ცირკულაცია
მზის რადიაცია
ჰავა
გეოპოლიტიკური მდებარეობა
ეკონომიკურ-გეოგრაფიული მდებარეობა
ფიზიკურ-გეოგრაფიული მდებარეობა
საქართველოს სამეფო
სამცხე-საათაბაგო
იმერეთის სამეფო
კახეთის სამეფო
ქართლის სამეფო
ჰერეთის სამეფო
აფხაზთა სამეფო
ტაო-კლარჯეთის სამეფო
ეგრისის სამეფო
იბერიის სამეფო
დიაოხის სამეფო
ქართლ-კახეთის სამეფო XVIII საუკუნის 80-90-იან წლებში
დასავლეთ საქართველოს სამეფო-სამთავროები XVIII საუკუნეში
ქართლ-კახეთი XVIII საუკუნის 40-70 იან წლებში
ქართლის და კახეთის სამეფოები XVIII საუკუნის პირველ ნახევარში
სამცხე-საათაბაგო XVII საუკუნეში
წმიდათა შორის მამაჲ ჩვენი გრიგოლი, ნოსელი ეპისკოპოსი (+395)
და დაჲ მისი თეოზვა დიაკონისა (+385)
10 (23) იანვარი
წმიდა გრიგოლ ნოსელი ბასილის კესარიელის (ხს. 1 იანვარს) ძმა იყო. ისიც „ესეთივე კაცი ყოფილა, ვითა დიდი ბასილი, თავისა ძმაჲ.”
გრიგოლ ნოსელმა, საოჯახო ტრადიციის მიხედვით, მიიღო როგორც ანტიკური, ისე ქრისტიანული განათლება. ჭეშმარიტების მაძიებელი ყრმა პირველდაწყებითი განათლების მიღების შემდეგ ჯერ ძველ ბერძნულ მწერლობას, შემდეგ კი რიტორიკასა და ფილოსოფიასაც ჩაუღრმავდა. ქრისტიანული სარწმუნოების სიყვარულით მისი არსების გამსჭვალვაში დიდი როლი შეასრულეს დედამ და განსაკუთრებით, დამ – მაკრინამ (ხს. 19 ივლისს). გრიგოლმა წმიდა მაკრინას ცხოვრება დაწვრილებით აღწერა და შემოგვინახა...
გრიგოლ საკვირველთმოქმედი (+1093)
8 (21) იანვარი
ღირსი გრიგოლი, კიევო-პეჩორელი განდეგილი, ცხოვრობდა XI საუკუნეში. წმიდა გრიგოლი მთელი ცხოვრების მანძილზე უმი ბალახის გარდა არაფერს ჭამდა. ამ ბალახს აძლევდა იგი შემწეობის სათხოვნელად მოსულ სნეულებსაც. ისინიც სასწაულებრივად იკურნებოდნენ...
გრიგოლ აკრიტელი (+დაახლ. 820)
5 (18) იანვარი
ღირსი გრიგოლ აკრიტელი კუნძულ კრეტაზე დაიბადა 760 წელს. დიდგვაროვანმა მშობლებმა მას კარგი განათლება მიაღებინეს. ამ დროს იმპერიაში ხატმებრძოლეობა ბობოქრობდა. ჭაბუკმა გრიგოლმა სელევკიას მიაშურა, სადაც მის მართლმადიდებლურ სარწმუნოებას საფრთხე არ ემუქრებოდა და კეთილმსახურებით ცხოვრობდა...
ღირსი მამა გრიგოლი ნაზიანზელი (+374)
1 (14) იანვარი
წმიდა გრიგოლ ნაზიანზელი გრიგოლ ღვთისმეტყველის (ხს. 25 იანვარს ) მამა იყო. იგი დიდგვაროვან, განათლებულ, მაგრამ წარმართულ ოჯახში აღიზარდა. თითქმის 45 წლისა იყო, როცა მეუღლის, კეთილმსახური ნონას (ხს. 5 აგვისტოს) სურვილით კათაკმეველად გამოაცხადა თავი, შემდეგ მოინათლა და ბოლოს, ნაზიანზინის ეპისკოპოსიც კი გახდა...
წმიდა გრიგოლ დიოლოღოსი - რომის პაპი (+604)
12 (25) მარტი
წმიდა გრიგოლ დიოლოღოსი – რომის პაპი (+604) დაიბადა რომში, დაახლოებით 540 წელს. პაპი დელიქსი მისი ბაბუა იყო. გრიგოლის დედა, სილვია, და დიდედები – ტარსილა და ემილიანა, რომის ეკლესიის მიერ წმიდანებად არიან შერაცხულნი...
წმიდა მოწამენი: მაკრობიოსი და გორდიანე (IV);
წმიდა მოწამენი: ილია, ზოტიკე, ლუკიანე და ვალერიანე (+320)
13 (26) სექტემბერი
წმიდა მოწამენი: გორდიანე, მაკრობიოსი, ილია, ზოტიკე, ლუკიანე და ვალერიანე იმპერატორ ლიკინიუსის (307-324) ზეობისას ეწამნენ პაფლაგონიაში (მცირე აზია). ისინი სასახლის კარზე მსახურობდნენ და გამორჩეული მშვენიერებისა და ახოვნების გამო მეფის განსაკუთრებული კეთილგანწყობით სარგებლობდნენ. შემდეგ ქრისტიანობის მხნე აღსარებისთვის მარტვილები სკვითიაში გადაასახლეს, სადაც შეხვდნენ ზოტიკეს, ლუკიანეს და ილიას - უფლის ერთგულ მონებს. პირველად გორდიანე და მაკრობიოსი აღესრულენ ქრისტესთვის...წმიდა მოწამე გორდი (IV)
3 (16) იანვარი
წმიდა მოწამე გორდი III საუკუნის დასასრულს დაიბადა კაბადოკიის კესარიაში, ქრისტიანულ ოჯახში. როცა წამოიზარდა, იგი სამხედრო სამსახურში შევიდა და მალე ბრძოლაში გამოჩენილი სიმამაცისთვის ასისთავის წოდებაც დაიმსახურა. IV საუკუნეში, ქრისტიანთა დევნილობის განახლების დროს, წმიდანი განერიდა ამ სოფელს და უდაბნოში განმარტოვდა, რომ ღვთის სათნო ღვაწლით მომზადებულიყო მაცხოვრის უტკბესი სახელის აღსარებისათვის...წმიდა გორგონია (+372)
23 (07.03) თებერვალი
წმიდა გორგონია, წმიდა გრიგოლ ღვთისმეტყველის და, გამოირჩეოდა ღვთისმოშიშებით, თავმდაბლობით, სიბრძნით, შრომისმოყვარეობით. მისი სახლი მუდამ ღია იყო გლახაკთათვის. წმიდანი მშვიდობით მიიცვალა 372 წელს, 39 წლის ასაკში...
წმიდა გოლინდუხა, წმიდა ნათლისღებით - მარიამი (+591)
12 (25) ივლისი
წმიდა გოლინდუხა, ნათლისღებით - მარიამი, სპარსეთში ცხოვრობდა ხოსრო I უფროსის მეფობისას. იგი სამეფოს მთავარი ქურუმის მეუღლე იყო. ნათელი ჭკუა-გონებით შემკული გოლინდუხა გრძნობდა წარმართული ცრუსიბრძნის ამაოებას და ბევრს ფიქრობდა იმაზე, თუ რომელი სარწმუნოებაა ჭეშმარიტი. როცა ქრისტიანული მოძღვრების არსებობა შეიტყო, მას მთელი არსებით მოუნდა გაეგო, რას ასწავლიდა იგი...დიდმოწამე მიქაელი, რომელსა ეწოდა გობრონ
და ასოცდაცამეტნი მხედარნი მისნი (+914)
17 (30) ნოემბერი
არაბებმა 914 წელს უკანასკნელად დალაშქრეს ამიერკავკასია. ამირა-მუმნის ურიცხვ ლაშქარს სარდლობდა აბულ-კასიმი. სარკინოზებმა მოსრეს „ყოველი სომხითი, სიგნეთი, ვაეძორი, ასფურაგანი".
სომხეთიდან აბულ-კასიმი „სპითა დიდითა და ურიცხჳთა, რომელთა არა იტევდა ქუეყანა", საქართველოს შემოესია...
წმიდა მოწამენი ირა... | მეუფე ისაია მამა გ... | კეთილმორწმუნენი მთ... |
წმიდა მოწამენი მარ... | წმიდა ცხრა კვიზიკე... | ღირსი ემელიანე |
![]() ![]() ![]() | ![]() | ![]() ![]() ![]() |