მოგესალმებით!კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენს საიტზე "უფალი გფარავდეთ"
  

  

  

  

  

  

Real Menu
საიტის მენიუ
მთავარი კონტაქტი ფლეშ სიახლეები ხატები და ფრესკები ეკლესია–მონასტრები თქვენი თხოვნები რა არის როკ–მუსიკა სამარხვო კერძები სხვადასხვა მამათა გამონათქვამები საგალობლები ბიბლია მარხვები დღესასწაულები საქართველოს ისტორია ფსალმუნები დასაბეჭდი ლოცვანი ქადაგებანი და წერილები ხატები ფოტოალბომი წმინდა სინოდი ქრისტეს 12 მოციქული პატერიკი სახარება ჩვენი ტაძარი მამათა სწავლებანი
ფეისბუქის ქოვერები

ჩვენთან არს ღმერთი



















ჩვენი გამოკითხვა
როგორი საიტია ?
ჩვენი გამოკითხვა
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
საიტის წევრები არ არიან...
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
სტუმარი მომხმარებელი
საიტზე ძებნა
მომხმარებლის პროფილი
სტუმარო


სტუმარო გთხოვ დარეგისტრირდი ან გაიარე ავტორიცაზია!


აუდიო ბიბლია
ჩვენთან არს ღმერთი



















თქვენი რეკლამა



Top სტატუსი



მოძღვრება კვირიაკესა ზედა შობითგან ბრმისასა
სიტყვა თქმული ქუთაისის სობოროში, დღესა სულის წმიდის მოფენისასა

მარჯვნივ
მარცხნივ



ყოველდღიური სიახლეები ვიდეო სიახლეები წმიდანთა ისტორიები

დაამატა: Sarcmunoeba
კატეგორია: ჩვენი ტაძარი
გადასვენება ნაწილთა წმიდისა ილარიონ მეგლინელისა

გადასვენება ნაწილთა წმიდისა ილარიონ მეგლინელისა (1206)

21 (03.11) ოქტომბერი

წმიდა ილარიონ მეგლინელი დიდგვაროვანი კონსტანტინოპოლელი ბერძენი იყო. იგი თვრამეტი წლის ასაკში განერიდა ამსოფლიურ სიამეებს და ბერად შედგა. მალე ნეტარი მამა კეთილმსახური და მკაცრი, ასკეტური ცხოვრებისთვის სავანის წინამძღვრად აკურთხეს. წმიდანი გულმოდგინედ ზრუნავდა მისთვის მინდობილი სულების ხსნისთვის და ძმებს მოუწოდებდა, გაფრთხილებოდნენ საცხოვნებლად მონიჭებულ ძვირფას დროს...
ნანახია: 962    კომენტარები: (0)    სრული ინფორმაცია აქ !
დაამატა: Sarcmunoeba
კატეგორია: ჩვენი ტაძარი
ღირსი ილარიონ დიდი

ღირსი ილარიონ დიდი (+371-372)

21 (03.11) ოქტომბერი

ღირსი ილარიონ დიდი 291 წელს დაიბადა პალესტინის ქალაქ ღაზის მახლობლად, სოფელ ტაბათაში. იგი მეცნიერებათა შესასწავლად ალექსანდრიაში გაგზავნეს, სადაც ქრისტიანებს დაუახლოვდა და მოინათლა. ღირსი ანტონი დიდის (ხს. 17 იანვარს) ანგელოზებრივი ცხოვრების შესახებ რომ გაიგო, წმიდანი მასთან გაეშურა. მალე ილარიონი სამშობლოში დაბრუნდა, მაგრამ მშობლები გარდაცვლილი დახვდა...
ნანახია: 948    კომენტარები: (0)    სრული ინფორმაცია აქ !
დაამატა: Sarcmunoeba
კატეგორია: ჩვენი ტაძარი
მღვდელმოწამენი: ემელიანე ეპისკოპოსი და მის თანა ილარიონი, დიონისე და ერმიპე

მღვდელმოწამენი: ემელიანე ეპისკოპოსი და მის თანა ილარიონი, დიონისე და ერმიპე (+დაახლ. 300)

18 (31) აგვისტო

მღვდელმოწამენი: ემელიანე ეპისკოპოსი და მასთან ერთად ილარიონი, დიონისე და ერმიპე დაიბადნენ და ცხოვრობდნენ სომხეთში. მშობლების სიკვდილის შემდეგ ძმებმა ემილიანემ, დიონისემ და ერმიპემ მოძღვართან - ილარიონთან ერთად დატოვეს სამშობლო და იტალიაში წავიდნენ. აქ წმიდა ემელიანე დაუცხრომლად ქადაგებდა სახარებას წარმართთა შორის...
ნანახია: 806    კომენტარები: (0)    სრული ინფორმაცია აქ !
დაამატა: Sarcmunoeba
კატეგორია: ჩვენი ტაძარი
წმიდა ილარიონ თუალელი

წმიდა ილარიონ თუალელი (XI)

24 (06.08) ივლისი

ღირსი ილარიონ თუალელის შესახებ ძალიან მწირი ცნობები მოგვეპოვება. ვიცით, რომ იგი თავდაპირველად ხახულის მონასტერში მოღვაწეობდა და მისი დროის ერთ-ერთი უდიდესი სასულიერო მოღვაწე, მწერალი და მთარგმნელი ყოფილა. გიორგი მცირე (XI ს.) „გიორგი მთაწმინდელის ცხოვრებაში" წერს, რომ წმიდა ილარიონი იყო „უმაღლესი სათნოებითა და სულიერთა მოღვაწებათა შინა განთქმული"...
ნანახია: 997    კომენტარები: (0)    სრული ინფორმაცია აქ !
დაამატა: Sarcmunoeba
კატეგორია: ჩვენი ტაძარი
ღირსი ილარიონ ახალი

ღირსი ილარიონ ახალი (+845)

6 (19) ივნისი

ღირსი ილარიონ ახალი ღვთისმოყვარე დიდებულების ოჯახში დაიბადა. მშობლები - პეტრე და თეოდოსია სათნოებაში წვრთნიდნენ შვილს და ღრმად განსწავლეს იგი წმიდა წერილში. თორმეტი წლის იყო წმიდა ილარიონი, როცა ბერად აღიკვეცა ისიხის მონასტერში ბიზანტიონის მახლობლად, იქიდან კი დალმატის მონასტერში გადავიდა, სადაც დიდი სქემა შეიმოსა და ღირსი გრიგოლ დეკაპოლელის (ხს. 20 ნოემბერს) მოწაფე გახდა...
ნანახია: 935    კომენტარები: (0)    სრული ინფორმაცია აქ !
დაამატა: Sarcmunoeba
კატეგორია: ჩვენი ტაძარი
ღირსი ილარიონ ახალი

ღირსი ილარიონ ახალი (+754)

28 (10.04) მარტი

ღირსი ილარიონ ახალი (+754) სიყრმითგან უფალს ემსახურებოდა და მრავალი წელი დაყუდებულად ცხოვრობდა. უბიწოებისა და სიწმიდისათვის ჯერ ხუცესად აკურთხეს, შემდეგ კი პელიკიტის მონასტრის იღუმენად (დარდანელის სრუტესთან). ღირსი ილარიონი უფლისაგან წინასწარჭვრეტისა და სასწაულთმოქმედების ნიჭით დაჯილდოვდა. მისი ლოცვით გვალვაში წვიმა მოდიოდა, ყანას საქონელი არ ეკარებოდა, მეთევზურთა ბადეები თევზით ივსებოდა. გარდა ამისა, იგი ავადმყოფებს კურნავდა და ბოროტ სულებს განასხმიდა...

ნანახია: 932    კომენტარები: (0)    სრული ინფორმაცია აქ !
დაამატა: Sarcmunoeba
კატეგორია: ჩვენი ტაძარი
წმიდა ილარიონ ქართველი (ყანჩაველი) - ახალი

წმიდა ილარიონ ქართველი (ყანჩაველი) - ახალი

14 (27) თებერვალი

წმიდა ილარიონ ქართველი (ერობაში - იესე ყანჩაველი) დაიბადა 1776 წელს ქუთაისის გუბერნიის შორაპნის მაზრის სოფელ ლოსიათხევში. ღვთისმოსავი აზნაურების, ხახული და მარიამ ყანჩაველების ოჯახში. ექვსი წლის იესე ბიძამ ბერდიაკონმა სტეფანემ, თავისთან წაიყვანა მონასტერში...

ნანახია: 903    კომენტარები: (0)    სრული ინფორმაცია აქ !
დაამატა: Sarcmunoeba
კატეგორია: ჩვენი ტაძარი
წმიდა მოწამენი: პროკლე და ილარიო

წმიდა მოწამენი: პროკლე და ილარიო (II)

12 (25) ივლისი

წმიდა მოწამენი პროკლე და ილარიო ანკვირიის მახლობლად მდებარე სოფელ კალიპტიდან იყვნენ. ისინი იმპერატორ ტრაიანეს (98-117) მიერ ქრისტიანთა დევნისას აღესრულნენ მოწამეობრივად.

უსჯულოებმა თავდაპირველად პროკლე შეიპყრეს. ნეტარმა მმართველ მაქსიმეს წინაშე გაბედულად აღიარა ქრისტე. უღმრთო ხელისუფალი მალე მიხვდა, რომ პროკლე ნებით არ უარყოფდა ქრისტეს, ამიტომ შეეცადა, წმიდანი ძალმომრეობით დაეყოლიებინა წარმართული კერპებისთვის მსხვერპლის შეწირვაზე...
ნანახია: 947    კომენტარები: (0)    სრული ინფორმაცია აქ !
დაამატა: Sarcmunoeba
კატეგორია: ჩვენი ტაძარი
მოწამე ივსიხი (ანტიოქიელი)

მოწამე ივსიხი (ანტიოქიელი) (IV)

 10 (23) მაისი

წმიდა მოწამე ივსიხი ანტიოქიელი (IV) ცხოვრობდა იმპერატორ მაქსიმიანე გალერიუსის (305-311) დროს და იმპერატორის კარზე საპატიო მდგომარეობა ეკავა. მაქსიმიანემ გამოსცა ედიქტი, რომლის მიხედვითაც ქრისტიანები იდევნებოდნენ სამხედრო სამსახურიდან. ვინც ქრისტიანობას არ უარყოფდა, მეომრის სარტყელი უნდა მოეხსნა, უარი ეთქვა წოდებაზე და გამხდარიყო დაქირავებული მსახური. წმიდა ივსიხი ერთგული დარჩა თავისი სარწმუნოებისა...
ნანახია: 960    კომენტარები: (0)    სრული ინფორმაცია აქ !
დაამატა: Sarcmunoeba
კატეგორია: ჩვენი ტაძარი
წმიდა მოწამენი კვირიკე და დედა მისი ივლიტა

წმიდა მოწამენი კვირიკე და დედა მისი ივლიტა (+დაახლ. 305)

15 (28) ივლისი

წმიდა მოწამენი კვირიკე და ივლიტა მცირე აზიაში, ლიკაონიის ქალაქ იკონიაში ცხოვრობდნენ. დიდებული გვარის ჩამომავალი ივლიტა ქრისტიანი იყო. იგი ადრე დაქვრივდა და ერთადერთ ძეს - ჩვილ კვირიკეს კეთილმსახურებით ზრდიდა. როცა უსჯულო იმპერატორმა დიოკლეტიანემ (284-305) მართლმორწმუნეთა დევნა დაიწყო, წმიდა ივლიტამ, იმის შიშით, რომ სატანჯველებს ვერ გაუძლებდა, დატოვა მთელი სიმდიდრე, ნათესავები, ახლობლები და შვილთან და ორ მხევალთან ერთად ჯერ სელევკიაში გაიხიზნა, შემდეგ კი ტარსოსს მიაშურა. აქ ნეტარი მდაბიოთა და გლახაკთა შორის ცხოვრობდა...
ნანახია: 967    კომენტარები: (0)    სრული ინფორმაცია აქ !

1-10 11-20 ... 601-610 611-620 621-630 631-640 641-650 ... 1331-1340 1341-1345

განჩინება მიცვალებ...
წმიდა მოწამე ესპერ...
ანტონი დიდის და შუ...
დიდმოწამე ეფემია ყ...
წმიდა მოწამენი: აკ...
წმინდა ნინოს ლუსკუ...

წიგნი – წმიდა იოანე ოქროპირის დარიგებანი

დათვალიერება...

ღვთისმშობელი გფარავდეს მუდამ

დათვალიერება...

გფარავდეს წმიდა აღაპიტ პეჩორელი

დათვალიერება...

უფალმა დაიფაროს სრულიად საქართველო

დათვალიერება...

გფარავდეს წმიდა ნოე მართალი

დათვალიერება...

გფარავდეს ღვთისმშობელი მუდამ

დათვალიერება...

ღვთისმშობელი გფარავდეს

დათვალიერება...

გილოცავ მარიამობას

დათვალიერება...

გფარავდეს წმიდა პეტრე და პავლე

დათვალიერება...

გფარავდეს წმიდა ირაკლი

დათვალიერება...

გფარავდეს წმიდა ნეტარი დედა მატრონა

დათვალიერება...

მე მიყვარს საქართველო

დათვალიერება...

გფარავდეს წმიდა გიორგი

დათვალიერება...

გილოცავ მირქმის ბრწყინვალე დღესასწაულს

დათვალიერება...

წმიდა სალოცავები

დათვალიერება...

უფალი გფარავდეს მუდამ

დათვალიერება...