- სასმელი მინერალური წყლები
- ფლორა
- ფაუნა
- მინერალური რესურსები
- წყლის რესურსები
- საზღვრები
- ფართობი
- ტერიტორიის ფორმირება
- ატმოსფერული ცირკულაცია
- მზის რადიაცია
- ჰავა
- გეოპოლიტიკური მდებარეობა
- ეკონომიკურ-გეოგრაფიული მდებარეობა
- ფიზიკურ-გეოგრაფიული მდებარეობა
- საქართველოს სამეფო
- სამცხე-საათაბაგო
- იმერეთის სამეფო
- კახეთის სამეფო
- ქართლის სამეფო
- ჰერეთის სამეფო
- აფხაზთა სამეფო
- ტაო-კლარჯეთის სამეფო
- ეგრისის სამეფო
- იბერიის სამეფო
- დიაოხის სამეფო
- ქართლ-კახეთის სამეფო XVIII საუკუნის 80-90-იან წლებში
- დასავლეთ საქართველოს სამეფო-სამთავროები XVIII საუკუნეში
- ქართლ-კახეთი XVIII საუკუნის 40-70 იან წლებში
- ქართლის და კახეთის სამეფოები XVIII საუკუნის პირველ ნახევარში
- სამცხე-საათაბაგო XVII საუკუნეში
დიდმოწამე იაკობ სპარსი (+421)
27 (10.12) ნოემბერი
წმიდა დიდმოწამე იაკობ სპარსი სპარსეთის ქალაქ ბეთ-ლაპეტში მცხოვრები მდიდარი და დიდებული ქრისტიანული ოჯახიდან იყო და ცოლადაც მართლმორწმუნე ქალი ჰყავდა. მეუღლეები შვილებს კეთილმსახურებით ზრდიდნენ და ლოცვისა და წმიდა წერილის სიყვარულს უნერგავდნენ. იაკობს სპარსეთის სამეფო კარზე მაღალი თანამდებობა ეკავა. ერთხელ, ლაშქრობის დროს, იგი მოიხიბლა მეფის გულმოწყალებით, ვერ გაბედა საჯაროდ ეღიარებინა თავისი სარწმუნოება და უსჯულო ხელისუფალთან ერთად კერპებს მსხვერპლი შესწირა...ღირსი იაკობ განდეგილი (+457)
26 (09.12) ნოემბერი
ღირსი იაკობ განდეგილი სირიაში მოღვაწეობდა V საუკუნეში. იგი სიჭაბუკეშივე განერიდა ამსოფელს და ჯერ ღირსი ზევინის (ხს. 23 თებერვალს), შემდეგ კი - წმიდა მირონის (ხს. 14 თებერვალს) ხელმძღვანელობით დაეუფლა მოსაგრე ცხოვრების წესებს. მოძღვრის კურთხევით ნეტარი იაკობი პატარა ქოხში დაეყუდა, სადაც სრულ განმარტოებაში იღვაწა რამდენიმე წლის მანძილზე, შემდეგ კი უდაბურ და უნაყოფო მთაზე დასახლდა და ღია ცის ქვეშ დაიწყო ცხოვრება. წმიდანი მოთმინებით იტანდა ზაფხულის პაპანაქებას და ზამთრის სუსხს. ამ უჩვეულო ღვაწლს შემდგარი მოსაგრე გამუდმებით ლოცულობდა...წმიდა მოციქული იაკობი, ხორციელი ძმა უფლისა (+დაახლ. 63)
23 (05.11) ოქტომბერი
წმიდა მოციქული იაკობი, ხორციელი ძმა უფლისა მართალი იოსების (ხს. 26 დეკემბერს) ძე იყო. გადმოცემით, წმიდანი თან ახლდა ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს, როცა იგი ჰეროდეს რისხვას განერიდა და ყრმა იესოსთან და იოსებთან ერთად ეგვიპტეში გაიქცა. სიყმაწვილიდანვე იაკობი ნაზორეველი იყო (ნაზორეველობა უფლის მიერ ოდესღაც მთელი ისრაელისთვის აღთქმულ წმიდა და უბიწო ცხოვრებას ნიშნავდა)...წმიდა მოციქული იაკობ ალფესი (I)
9 (22) ოქტომბერი
წმიდა მოციქული იაკობ ალფესი კაპერნაუმელი მეზვერის, ალფესის ძე და წმიდა მოციქულისა და მახარებლის, მათეს (ხს. 16 ნოემბერს) ძმა იყო. იაკობს, ისევე, როგორც მათეს, თავად მაცხოვარმა მოუწოდა ათორმეტ ურჩეულეს მოწაფეთა შორის და სახარების საქადაგებლად გაგზავნა (მთ. 10,3)...
მოწამენი: იაკობ ხუცესი, აზატან და ავდიკი დიაკონნი (+დაახლ. 980)
10 (23) აპრილი
წმიდა მოწამენი იაკობ ხუცესი, აზატან და ავდიკი დიაკონნი (+დაახლ. 380) - აღესრულნენ სპარსეთში მეფე საპორის დროს. ისინი შეიპყრეს ეპისკოპოს აკეპსიმესთან (ხს. 3 ნოემბერს) ერთად. ხანგრძლივი წამების შემდეგ მოწამეებს ნესტოებში ძმარგარეული მდოგვი ჩაასხეს, გააშიშვლეს და ყინვაში დაკიდეს ფეხებით. დილით ხელახლა აწამეს და ისევ საკანში ჩაყარეს, ბოლოს კი თავები მოჰკვეთეს...
ღირსი იაკობ მმარხველი (VI)
4 (17) მარტი
ღირსი იაკობ მმარხველი (IV) ფინიკიის ქალაქ პროთირიონთან ახლოს მოღვაწეობდა. ის 15 წელი ცხოვრობდა გამოქვაბულში და, განსაკუთრებული ღვთისმოსაობის გამო, უფლისაგან სასწაულთქმედების ნიჭი მიემადლა. მისი გავლენით, ბევრი იქაური მცხოვრები მოექცა ქრისტეს სჯულზე. შემდეგ იაკობი სხვა გამოქვაბულში გადავიდა და იქ 30 წელი გაატარა. ეშმაკმა საშინელი განსაცდელი მოუვლინა წმიდანს: ერთხელ იაკობმა ბოროტი სულით შეპყრობილი გოგონა განკურნა, შემდეგ კი ცოდვით დაეცა მასთან...ღირსი იაკობი, ნიზიბიელი ეპისკოპოსი (+350)
13 (26) იანვარი
ღირსი იაკობ ნიზიბიელი, გეფალელი (სომხეთი) მთავრის ძე იყო. მან კარგი განათლება მიიღო, მაგრამ ამქვეყნიურ მშფოთვარე ცხოვრებაში სულის მისადრეკი ადგილი ვერ ჰპოვა და ნიზიბიის მახლობლად, უდაბურ მთებში განმარტოვდა. აქ მან ფიცხელი ღვაწლი იტვირთა: მხოლოდ მცენარეთა ფესვებით და ნაყოფებით იკვებებოდა, თხის ტყავი ემოსა გაზაფხულს, ზაფხულს და შემოდგომას ღია ცის ქვეშ ატარებდა, ზამთრობით კი გამოქვაბულს აფარებდა თავს; წმიდანს ლოცვაში ათენდებოდა და აღამდებოდა...წმიდა მოციქული იაკობ ზებედესი - ძმა იოანე ღვთისმეტყველისა (44)
30 (13.05) აპრილი
წმიდა მოციქული იაკობ ზებედესი (+44) 12 მოციქულთაგანი იყო და ქრისტეს მიერ მოწოდებულ იქნა თავის ძმასთან - მოციქულ იოანე ღვთისმეტყველთან ერთად.
სულიწმიდის გარდამოსვლის შემდეგ წმიდა იაკობი ქადაგებდა ესპანეთში და სხვა ქვეყნებში, შემდეგ იერუსალიმს დაუბრუნდა. მოციქული ქადაგებდა იესო ქრისტეს, როგორც მაცხოვარს, წმიდა წერილის სიტყვებით ამხელდა ფარისევლებს და მწიგნობრებს, საყვედურობდა მათ გულგრილობისა და ურწმუნოების გამო...წმიდა მოწამე იაკინთე ამასტრიდელი (IV)
18 (31) ივლისი
წმიდა მოწამე იაკინთე ქალაქ ამასტრიდაში მცხოვრებ კეთილმსახურ ქრისტიანთა ოჯახში დაიბადა. ახალშობილს სახელი სასწაულებრივ გამოცხადებულმა ანგელოზმა დაარქვა. ჩვილი სამი წლისა იყო, როცა უფალმა მისი ლოცვით მიცვალებული ყრმა მკვდრეთით აღადგინა. ამის შემდეგ ორივე ყმაწვილი ერთად იზრდებოდა, ერთად იღვწოდნენ კეთილმსახური ცხოვრებით. ერთხელ წმიდა იაკინთემ იხილა, თუ როგორ სცემდნენ თაყვანს ხეს წარმართები და, მათი გონების სიბრმავით გულშეძრულმა, ხე მოჭრა. ამისთვის უღმრთოებმა იგი სასტიკად აწამეს: კბილები ჩაუმსხვრიეს, ბაწრებით გაკოჭილი ათრიეს, და ბოლოს, საპყრობილეში ჩააგდეს, სადაც შეჰვედრა კიდეც სული უფალს (+არა უგვიანეს IV ს)...
წმიდა მოწამე იაკინთე (+108)
3 (16) ივლისი
წმიდა მოწამე იაკინთე კესარიის კაბადოკიაში მცხოვრებ მართლმორწმუნეთა ოჯახში აღიზარდა. იგი რომის იმპერატორ ტრაიანეს (98-117) კარზე მსახურობდა.
ერთხელ იაკინთე ოთახში გამოკეტილი, მხურვალედ ლოცულობდა. ლოცვის სიტყვები ერთმა მსახურმა გაიგონა და ჭაბუკი ტრაიანესთან დაასმინა: მეფის ბრძანებას არ ასრულებს, რომაულ ღვთაებებს არ ეთაყვანება და ქრისტეს მიმართ ფარულად ლოცულობსო...
მღვდელმოწამე ეპისკ... | დედა ღვთისა,როგორი... | ღმერთი,სამშობლო,ად... |
ყოვლადწმინდა ღვთის... | ათი ქალწულის შესახ... | მოწამენი: რომანოზი... |