მოგესალმებით!კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენს საიტზე "უფალი გფარავდეთ"
  

  

  

  

  

  

Real Menu
საიტის მენიუ
მთავარი კონტაქტი ფლეშ სიახლეები ხატები და ფრესკები ეკლესია–მონასტრები თქვენი თხოვნები რა არის როკ–მუსიკა სამარხვო კერძები სხვადასხვა მამათა გამონათქვამები საგალობლები ბიბლია მარხვები დღესასწაულები საქართველოს ისტორია ფსალმუნები დასაბეჭდი ლოცვანი ქადაგებანი და წერილები ხატები ფოტოალბომი წმინდა სინოდი ქრისტეს 12 მოციქული პატერიკი სახარება ჩვენი ტაძარი მამათა სწავლებანი
ფეისბუქის ქოვერები

ჩვენთან არს ღმერთი



















ჩვენი გამოკითხვა
როგორი საიტია ?
ჩვენი გამოკითხვა
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
საიტის წევრები არ არიან...
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
სტუმარი მომხმარებელი
საიტზე ძებნა
მომხმარებლის პროფილი
სტუმარო


სტუმარო გთხოვ დარეგისტრირდი ან გაიარე ავტორიცაზია!


აუდიო ბიბლია
ჩვენთან არს ღმერთი



















თქვენი რეკლამა



Top სტატუსი



სიტყვა გ-სა კვირიაკესა ზედა, თქმული ქუთაისს ჩყჲბ-სა წელსა
ხორციელის კვირა

მარჯვნივ
მარცხნივ



ყოველდღიური სიახლეები ვიდეო სიახლეები წმიდანთა ისტორიები

დაამატა: Sarcmunoeba
კატეგორია: ჩვენი ტაძარი
წმიდა მოწამე ია

წმიდა მოწამე ია (+362-364)

11 (24) სექტემბერი

წმიდა მოწამე იას აიგივებენ ღირსმოწამე ევდოკიასთან (ხს. 4 აგვისტოს), რომელიც საპორ II-ის მიერ სპარსეთის ქალაქ ბიზადაში ტყვედ წასხმულ ქრისტიანებს შორის მოხვდა. ჭეშმარიტი სარწმუნოების ქადაგებისთვის წარმართებმა იგი შეიპყრეს. მთავარი ქურუმი ნეტარისგან დაჟინებით ითხოვდა, დაეგმო ჭეშმარიტი ღმერთი, მაგრამ ამაოდ. ამის შემდეგ წმიდა ია აწამეს და საპყრობილეში ჩააგდეს; განმეორებითი წამების შემდეგ კი თავი მოჰკვეთეს (იხ. 4 აგვისტოს საკითხავი)...

ნანახია: 948    კომენტარები: (0)    სრული ინფორმაცია აქ !
დაამატა: Sarcmunoeba
კატეგორია: ჩვენი ტაძარი
წმიდა იოანე (თორნიკე) მთაწმინდელი

წმიდა იოანე (თორნიკე) მთაწმინდელი (X)

12 (25) ივნისი

წმიდა თორნიკე იყო ქართლის სპასალარი. სახელოვანი და ბრძოლებში წარმატებული, ქველი და უებრო რაინდი გამორჩეულად უყვარდა მეფე დავით კურაპალატს, მაგრამ ღვთისთვის სათნომყოფელმა უმჯობესი გამოირჩია - მონაზვნობის ღვაწლი იდო თავს და ულუმბოს მთას მიმართა წმიდა იოანეს (ხს. 12 ივლისს) მოსაძებნად. ულუმბოზე მას აუწყეს, რომ ღირსი მამა ათონის მთაზე დამკვიდრებულიყო. თორნიკემ მთაწმინდას მიაშურა და „კურთხევაჲ მონაზონებისაჲ ჴელთაგან იოვანესთა მიიღო". ღირსი მამები წმიდა ათანასეს ლავრაში დამკვიდრდნენ...

ნანახია: 922    კომენტარები: (0)    სრული ინფორმაცია აქ !
დაამატა: Sarcmunoeba
კატეგორია: ჩვენი ტაძარი
მოწამე თომაიდა ეგვიპტელი

მოწამე თომაიდა ეგვიპტელი (+476)

13 (26) აპრილი

წმიდა მოწამე თომაიდა მეგვიპტელი (+476) - ცხოვრობდა ალექსანდრიაში, ქრისტიანულ ოჯახში. წმიდანს ძალიან უყვარდა საღვთო წერილის კითხვა. თხუთმეტი წლის თომაიდა ქრისტიან მეთევზეზე გაათხოვეს. ყოველგვარი სათნოებით შემკული ქალი ყველას ძალიან უყვარდა...

ნანახია: 955    კომენტარები: (0)    სრული ინფორმაცია აქ !
დაამატა: Sarcmunoeba
კატეგორია: ჩვენი ტაძარი
ღირსი თომა მალეელი

ღირსი თომა მალეელი (X)

7 (20) ივლისი

ღირსი თომა მალეელი ბერად შედგომამდე მხედართმთავარი იყო. ახოვანი რაინდი ყოველთვის გამარჯვებული გამოდიოდა ბრძოლის ველიდან, არც დიდება და პატივი აკლდა, მაგრამ ქრისტეს სიყვარულმა და სურვილმა, მხოლოდ უფალს სათნოჰყოფოდა, დააძლევინა ყოველივე წარმავალის სიყვარული და ბერად აღიკვეცა...

ნანახია: 985    კომენტარები: (0)    სრული ინფორმაცია აქ !
დაამატა: Sarcmunoeba
კატეგორია: ჩვენი ტაძარი
ღირსი თომა სალოსი

ღირსი თომა სალოსი (VI)

24 (07.05) აპრილი

ღირსი თომა სალოსი (+დაახლ. 546-560) კაბადოკიის კესარიის ერთ-ერთი მონასტრის ბერი იყო. მას მონასტრისთვის შემოწირულობების შეგროვება დაავალეს. ამ მიზნით სირიის ანტიოქიაში ჩასულმა ნეტარმა მამამ სალოსობის ღვაწლი იტვირთა...

ნანახია: 985    კომენტარები: (0)    სრული ინფორმაცია აქ !
დაამატა: Sarcmunoeba
კატეგორია: ჩვენი ტაძარი
წმიდა თომა კონსტანტინეპოლელი

წმიდა თომა კონსტანტინეპოლელი (+610)

21 (03.04) მარტი

წმიდა თომა კონსტანტინეპოლელი წმიდა პატრიარქ კირიაკეს გარდაცვალების შემდეგ, 607 წელს, აირჩიეს კონსტანტინეპოლის პატრიარქად.

წმიდა თომას პატრიარქობის დროს გალატეაში (მცირე აზია) საშინელი გამოცხადება მოხდა: სადღესასწაულო ლიტანიობაზე მძიმე ჯვრებმა ქანაობა დაიწყეს, ერთმანეთს ეხლებოდნენ და ტყდებოდნენ...

ნანახია: 1013    კომენტარები: (0)    სრული ინფორმაცია აქ !
დაამატა: Sarcmunoeba
კატეგორია: ჩვენი ტაძარი
წმიდა და ყოვლადქებული მოციქული თომა

წმიდა და ყოვლადქებული მოციქული თომა (I)

6 (19) ოქტომბერი

წმიდა მოციქული თომა, მარჩბივად (ტყუპისცალად, ბერძნულად - დიდიმად) წოდებული, დაიბადა გალილეის ქალაქ პანეადაში, რომელსაც შემდეგში ჰეროდეს ძემ - ფილიპემ რომის იმპერატორის ტიბერიუსის პატივად კესარია უწოდა (ფილიპეს კესარია). ეს ქალაქი მდებარეობდა ერმონის მთის ძირას, მდინარე იორდანეს აღმოსავლეთ სათავეში, იქ, სადაც მთავრდებოდა ნეფთალემის ტომის სამკვიდრებელი...

ნანახია: 933    კომენტარები: (0)    სრული ინფორმაცია აქ !
დაამატა: Sarcmunoeba
კატეგორია: ჩვენი ტაძარი
ათოთხმეტნი ათასნი ჩვილნი მოწამენი, მოწყვეტილნი იროდის მიერ ბეთლემს ჰურიასტანისასა

ათოთხმეტნი ათასნი ჩვილნი მოწამენი,
მოწყვეტილნი იროდის მიერ ბეთლემს ჰურიასტანისასა (I)

29 (11.01) დეკემბერი

წმიდანი ათოთხმეტი ათასნი ჩვილნი მოწამენი მეფე ჰეროდემ ამოხოცა ბეთლემში.

როცა უდიდესი მოვლენის - ძე ღვთისას განკაცებისა და ყოვლადწმიდა ქალწულ მარიამისაგან მისი შობის ჟამმა მოაწია, აღმოსავლელმა მოგვებმა ცაზე ახალი, ჰურიათა მეუფის შობის მომასწავებელი ვარსკვლავის გამოჩენა შენიშნეს და იერუსალიმში გაემგზავრნენ ახალშობილის თაყვანსაცემად. როდესაც ეს ამბავი ჰეროდემ შეიტყო, შეკრიბა ებრაელთა მღვდელმთავარნი და მწიგნობარნი და გაიგო, რომ ქრისტე უნდა შობილიყო „ბეთლემს ჰურიასტანისასა"...

ნანახია: 982    კომენტარები: (0)    სრული ინფორმაცია აქ !
დაამატა: Sarcmunoeba
კატეგორია: ჩვენი ტაძარი
წმიდა მოწამენი: თვირსე, ლევკიოსი და კალინიკე

წმიდა მოწამენი: თვირსე, ლევკიოსი და კალინიკე (+249-251)

14 (27) დეკემბერი

წმიდა მოწამენი: თვირსე, ლევკიოსი და კალინიკე დეკიუსის (249-251) ზეობისას ეწამნენ ბითვინიის კესარიაში. როცა უსჯულო იმპერატორმა ქვეყანაში ქრისტიანთა დევნა დაიწყო, კესარიის მმართველმა კუმბრიკიუსმა მრავალი მორწმუნე მზაკვრობით გადადრიკა საცხოვნებელი გზიდან, სხვებს კი მუქარით აიძულებდა კერპების თაყვანისცემას. მაშინ ერთ-ერთმა ქრისტიანმა ლევკიოსმა საჯაროდ ამხილა მმართველის უსჯულოება, რისთვისაც იგი სასტიკად გვემეს, შემდეგ კი ქალაქგარეთ გაიყვანეს და მახვილით განგმირეს...

ნანახია: 907    კომენტარები: (0)    სრული ინფორმაცია აქ !
დაამატა: Sarcmunoeba
კატეგორია: ჩვენი ტაძარი
მღვდელმოწამე თერაპონტე, სარდიელი ეპისკოპოსი

მღვდელმოწამე თერაპონტე, სარდიელი ეპისკოპოსი (VI)

 27 (09.06) მაისი

მღვდელმოწამე თერაპონტე, სარდიელი ეპისკოპოსი ქრისტესთვის ეწამა III საუკუნეში. მან მრავალი წარმართი ელინი მოაქცია ქრისტეს სჯულზე. იულიანეს სამსჯავროზე გამოცხადებულმა მღვდელმთავარმა უშიშრად აღიარა ქრისტიანობა, რისთვისაც საპყრობილეში ჩააგდეს და დიდხანს ტანჯავდნენ შიმშილითა და წყურვილით. ნაწამებ მღვდელმთავარს ბორკილები დაადეს და ჯერ ფრიგიის ქალაქ სინაონში, შემდეგ კი - ანკვირიაში გადაიყვანეს...

ნანახია: 938    კომენტარები: (0)    სრული ინფორმაცია აქ !

1-10 11-20 ... 631-640 641-650 651-660 661-670 671-680 ... 1331-1340 1341-1345

მოწამე ადრიანე (+2...
ღირსი ამბროსი ოპტე...
კეთილმორწმუნენი მთ...
მოწამენი: ევსევი, ...
წმიდა მოწამენი ევგ...
ათი კეთროვანის გან...

გფარავდეს წმ. მეფე დემეტრე თავდადებული

დათვალიერება...

გფარავდეს წმიდა ანდრია პირველწოდებული

დათვალიერება...

გფარავდეს წმიდა მეფე დავით აღმაშენებელი

დათვალიერება...

გილოცავ დავითობას

დათვალიერება...

უფალო დაიფარე სრულიად საქართველო

დათვალიერება...

ქრისტე აღსდგა

დათვალიერება...

გფარავდეს წმიდა მოწამე ლონგინოზ ასისთავი

დათვალიერება...

გფარავდეს წმიდა ნოე მართალი

დათვალიერება...

გფარავდეს წმიდა აღაპიტ პეჩორელი

დათვალიერება...

წმიდა გიორგი გფარავდეს

დათვალიერება...

ღვთისმშობელი გფარავდეს

დათვალიერება...

უფალი გფარავდეს

დათვალიერება...

წმიდა იოანე ნათლისმცემლის შობა

დათვალიერება...

გფარავდეს წმიდა აბო თბილელი

დათვალიერება...

უფალი გფარავდეს მუდამ

დათვალიერება...

გფარავდეს წმიდა გიორგი

დათვალიერება...

ღვთისმშობელი გფარავდეს მუდამ

დათვალიერება...