- სასმელი მინერალური წყლები
- ფლორა
- ფაუნა
- მინერალური რესურსები
- წყლის რესურსები
- საზღვრები
- ფართობი
- ტერიტორიის ფორმირება
- ატმოსფერული ცირკულაცია
- მზის რადიაცია
- ჰავა
- გეოპოლიტიკური მდებარეობა
- ეკონომიკურ-გეოგრაფიული მდებარეობა
- ფიზიკურ-გეოგრაფიული მდებარეობა
- საქართველოს სამეფო
- სამცხე-საათაბაგო
- იმერეთის სამეფო
- კახეთის სამეფო
- ქართლის სამეფო
- ჰერეთის სამეფო
- აფხაზთა სამეფო
- ტაო-კლარჯეთის სამეფო
- ეგრისის სამეფო
- იბერიის სამეფო
- დიაოხის სამეფო
- ქართლ-კახეთის სამეფო XVIII საუკუნის 80-90-იან წლებში
- დასავლეთ საქართველოს სამეფო-სამთავროები XVIII საუკუნეში
- ქართლ-კახეთი XVIII საუკუნის 40-70 იან წლებში
- ქართლის და კახეთის სამეფოები XVIII საუკუნის პირველ ნახევარში
- სამცხე-საათაბაგო XVII საუკუნეში
ღირსი თეოდულე (V)
14 (27) იანვარი
ღირსი თეოდულე იყო ძე ნილოს მმარხველისა (ხს. 12 ნოემბერს), რომელმაც აღწერა რაითელ მამათა მოწყვეტა V საუკუნეში. თეოდულე მამასთან ერთად სიყრმეშივე განერიდა ამ სოფელს და სინას მთაზე დაემკვიდრა. მეუდაბნოე ბერებზე ბარბაროსების თავდასხმის დროს იგი ტყვედ ჩავარდა. ქალაქ ულუზაში თეოდულე ადგილობრივმა მღვდელმთავარმა გამოისყიდა უსჯულოთა ხელიდან. წმიდა ნილოსმა სწორედ მის სახლში იპოვა მონატრებული ვაჟი...
წმიდა მოწამე თეოდოტია და სამნი ყრმანი მისნი (+დაახლ. 304)
29 (11.08) ივლისი
წმიდა მოწამე თეოდოტია, მდიდარი ქვრივი ქალი ქალაქ ნიკეიდან, სამ მცირეწლოვან ყრმასთან ერთად მაკედონიაში ცხოვრობდა, საკუთარ მამულში. თავის სიმდიდრეს იგი უხვად ხარჯავდა გლახაკთა დასახმარებლად და უპატრონო მიცვალებულთა დასასაფლავებლად. წმიდანს სულიერი მეგობრობა აკავშირებდა წმიდა ანასტასიასთან (ხს. 22 დეკემბერს). როცა ქრისტიანთა დევნა დაიწყო, ორივე წმიდა დედა დაატუსაღეს. სამსჯავროზე დიდებული კარისკაცი ლევკადიუსი მოიხიბლა თეოდოტიას მშვენიერებით...
წმიდა მღვდელმოწამე თეოდოტე კვირინელი (+326)
2 (15) მარტი
წმიდა მღვდელმოწამე თეოდოტე კვირინელი (+326), კვიპროსის ქალაქ კირიის ეპისკოპოსი, წარმოშობით გალატიიდან იყო. უსჯულო ლიკინიუსის დროს (307-324) იგი წარმართთა შორის უშიშრად ქადაგებდა ქრისტეს მოძღვრებას. კვიპროსის მთავარმა, საბინმა, ბრძანა, ეპისკოპოსი შეეპყროთ. ეს რომ წმიდანმა გაიგო, თვითონ გამოცხადდა მასთან და უთხრა: „მე ვარ ის, ვისაც ეძებ, მოვედი, რათა ვაღიარო ქრისტე ღმერთი”...
ღირსმოწამე თეოდოსია კონსტანტინეპოლელი (730)
29 (11.06) მაისი
ღირსმოწამე თეოდოსია კონსტანტინეპოლელი (+730) VIII საუკუნეში ცხოვრობდა. მშობლების გარდაცვალების შემდეგ იგი კონსტანტინეპოლის წმიდა მოწამე ანასტასიას სახელობის ქალთა მონასტერში იზრდებოდა, შემდეგ კი მონაზვნად აღიკვეცა. მემკვიდრეობით მიღებული ქონება წმიდანმა ღარიბებს დაურიგა, თანხის ნაწილით კი მაცხოვრის, ღვთისმშობლის და წმიდა ანასტასიას ხატები დააწერინა. ლეონ ისავრიელმა (717-741) ტახტზე ასვლისთანავე გამოსცა ბრძანება, რომელიც წმიდა ხატთა განადგურებას მოითხოვდა...
წმიდა ქალწულმოწამე თეოდოსია ტვირელი (307-308)
29 (11.06) მაისი
წმიდა ქალწულმოწამე თეოდოსია ტვირელი (307-308) აღესრულა 307 ან 308 წელს. ცნობები მისი ცხოვრების შესახებ მოთავსებულია 3 აპრილის საკითხავში. 29 მაისს აღინიშნება მისი წმიდა ნაწილების გადასვენება კონსტანტინეპოლსა და ვენეციაში...
მოწამე თეოდოსია ქალწული (+307-308)
3 (16) აპრილი
წმიდა მოწამე თეოდოსია ქალწული - მოწამეობრივად აღესრულა 307 წელს. 29 მაისს ზეიმობენ მისი წმიდა ნაწილების გადასვენებას კონსტანტინეპოლში, შემდეგ კი - ვენეციაში.
ერთხელ, ქრისტიანთა დევნის დროს, ჩვიდმეტი წლის თეოდოსია სიკვდილმისჯილ ქრისტიანებთან მივიდა. წმიდა აღდგომის დღესასწაული იდგა, ქრისტიანები ღვთის სასუფეველზე საუბრობდნენ. წმიდა თეოდოსიამ მათ სთხოვა, ელოცათ მისთვის...
პოვნა და აღმოყვანება ნაწილთა წმიდა თეოდოსი ჩერნიგოველ მთავარეპისკოპოსისა (1895)
9 (22) სექტემბერი
წმიდა თეოდოსი, ჩერნიგოველი ეპისკოპოსი, უგლიცკების ბრწყინვალე გვარის ჩამომავალი, XVII საუკუნის ოცდაათიანი წლების დასაწყისში დაიბადა უკრაინაში, პოდოლსკის გუბერნიაში. ყმაწვილმა განათლება ღვთის განცხადების მონასტერთან არსებულ კიევის საძმოს კოლეგიაში მიიღო. მისი დასრულების შემდეგ კი კიევო-პეჩორის ლავრაში ბერად აღიკვეცა თეოდოსის სახელით...
ღირსი თეოდოსი პეჩორელი (ნაწილთა გადასვენება, 1091)
14 (27) აგვისტო
ღირსი თეოდოსი პეჩორელი, დაიბადა სოფელ ვასილევკაში, კიევის მახლობლად და ოჯახთან ერთად სიყრმეშივე გადასახლდა კურსკში. მან ადრევე იგრძნო სწრაფვა მოსაგრეობისკენ; მშობლიურ სახლშიც ასკეტურად ცხოვრობდა - თავს არიდებდა ბავშვურ გართობა-თამაშობებს, გამუდმებით დადიოდა ეკლესიაში, გულმოდგინედ უსმენდა ლოცვას და ყველაფერს, რაც გააჩნდა, ღარიბებს ურიგებდა...
ღირსი თეოდოსი იღუმენი (+1074)
3 (16) მაისი
ღირსი თეოდოსი იღუმენი (+1074) რუსეთის სამონასტრო წესდების დამაარსებელი და მონაზვნობის ფუძემდებელი, დაიბადა კიევთან ახლოს, ვასილიევოში. ის სიყრმითგანვე ასკეტურად ცხოვრობდა მშობლიურ სახლში. 14 წლისას მამა გარდაეცვალა და დარჩა მკაცრი და ძალაუფლებისმოყვარე დედის ზედამხედველობის ქვეშ. მოსაგრეობისკენ მიწრაფებისთვის მან არაერთხელ დასაჯა შვილი, მაგრამ ღირსი თეოდოსი მტკიცედ ადგა არჩეულ გზას...
ღირსი თეოდოსი ბულგარელი (+1362) და მოწაფე მისი რომანოზი
17 (01.03) თებერვალი
ღირსი თეოდოსი გრიგოლ სინელის (ხს. 8 აგვისტოს) სულიერი შვილი იყო. წმიდა გრიგოლის მონასტერი შევიწროებული იყო ყაჩაღთა თავდასხმებით. იღუმენმა ღირსი თეოდოსი ბულგარეთის მეფესთან, ალექსანდრესთან გაგზავნა დახმარების სათხოვნელად. კეთილმსახურმა ხელმწიფემ უხვი შეწირულობანი გაიღო სავანის გალავნით შემოსაზღუდად და მონასტრისთვის ნახირიც შეიძინა...
ღირსი ბასიანე (V) | წმიდა მოციქული ანდ... | ზეთის კურთხევის სა... |
ღირსი იოანე, ანტიო... | წმიდა 42 ამორეველი... | წმიდა მოწამენი: მა... |