მოგესალმებით!კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენს საიტზე "უფალი გფარავდეთ"
  

  

  

  

  

  

Real Menu
საიტის მენიუ
მთავარი კონტაქტი ფლეშ სიახლეები ხატები და ფრესკები ეკლესია–მონასტრები თქვენი თხოვნები რა არის როკ–მუსიკა სამარხვო კერძები სხვადასხვა მამათა გამონათქვამები საგალობლები ბიბლია მარხვები დღესასწაულები საქართველოს ისტორია ფსალმუნები დასაბეჭდი ლოცვანი ქადაგებანი და წერილები ხატები ფოტოალბომი წმინდა სინოდი ქრისტეს 12 მოციქული პატერიკი სახარება ჩვენი ტაძარი მამათა სწავლებანი
ფეისბუქის ქოვერები

ჩვენთან არს ღმერთი



















ჩვენი გამოკითხვა
როგორი საიტია ?
ჩვენი გამოკითხვა
სულ ონლაინში: 2
სტუმარი: 2
მომხმარებელი: 0
საიტის წევრები არ არიან...
სულ ონლაინში: 2
სტუმარი: 2
მომხმარებელი: 0
სტუმარი მომხმარებელი
საიტზე ძებნა
მომხმარებლის პროფილი
სტუმარო


სტუმარო გთხოვ დარეგისტრირდი ან გაიარე ავტორიცაზია!


აუდიო ბიბლია
ჩვენთან არს ღმერთი



















თქვენი რეკლამა



Top სტატუსი



ქადაგება სოფელ იყალთოში
ცოდვათა ჩვენთა განცდისათვის

მარჯვნივ
მარცხნივ


ყოველდღიური სიახლეები ვიდეო სიახლეები წმიდანთა ისტორიები

საქართველო XIV საუკუნის დასაწყისში
 საქართველო XIV საუკუნის დასაწყისში. მონღოლთა ბატონობის შედეგები

XIV საუკუნის დასაწყისიდან მონღოლებმა გააძლიერეს ბრძოლ დავით VIII-ის დასამორჩილებლად. საქართველოში არაერთხელ შემოვიდა ილხანთა ჯარი. მონღოლებმა სასტიკად მოაოხრეს ქართვლის დიდი ნაწილი. მეფე დავითი არაგვის ხეობაში იყო გამაგრებული. ზოგიერთი მოღალატე ფეოდალი მეფეს გამოექცა და მონღოლების მხარეს გადავიდა. მაგალითად ქსნის ერისთავი შალვა ქვენიფნეველი რომელიც მონღოლებმა თავისი ჯარის სარდლად დანიშნეს. ასევე მონღოლების მხარეს იბრძოდა შანშე მხარგრძელიც. აჯანყებულთა წინააღმდეგ განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩეოდნენ ოსები. მათი მთავარი ბაყათარი შალვა ქვენიფნელთან ერთად მოუძღოდა დამსჯელ ლაშქარს მთიულეთში. მეფის მხარეს ერდგულად იდგნენ- ჰამადა სურამელი, ჭილა ამირეჯიბი. ქართლის და სომხეთსი აზნაურთა დიდი ნაწილი და ადგილობრივი თემების მოსახლეობა- ხადელები და მთიულ მოხევეები. არაგვის ხეობაში მონღოლ ცეხენოსანს მოქმედება არ შეეძლო , ხოლო ქვეით ნაწილს ვიწრო ხეობაში ვერ იბრძოდა.

აჯანყებულებს მონღოლებმა ქსნის ხეობიდან ცრაზმის ხევით შეუტიეს. გადავიდნენ თუ არა ისინი არაგვის ხეობაში , მეფის ლაშქარმა ისინი მარტივად დაამარცხა. მონღოლი სარდალი დიდად დაზარალებული გამობრუნდა. მან ჯავრი ქართლზე იყარა და ააოხრა .ბრძოლა კიდევ დიდხანს გაგრძელდა მემატიანე წერს

” აქა ხუთ წელთა იყო ოხრება” ასეთ ვითარებაში ქვეყნის განვითარება წარმოუდგენელი იყო. ამას დიდი შიმშილობა მოჰყვა.
ვიკიციტატა    
„ესოდენ გამძინდა შიმშილი ,მძორსა არაწმინდასა ურიდად ჭამდეს, სავსე იყვნეს უბანნი და ფოლოცნი, გზანი მინდორნი და ქლაქნი და სოფელნი მკუდარებითა , ყრმანი მკუდართა დედათა ძუძუტა ლეშთა სწოვდიანი"

.ასე აღგვიწერენ ჟამთააღმწერლები იმ უბედურებას რაც საქართველოს ატყდა თავს.

რადგან დავითის დამორჩილება არ ხერხდებოგდა, გიორგი V კი მცირეწწლოვანი იყო. ამიტომ ყაზან ყაენმა 1302 წელს მეფედ კვლავ ვახტანგ III დაამტკიცა. ძმებს შორის ურთიერთობა უკიდურესად დაიძაბა. კიდევ ერთი რასაც მემატიანე ამბობს არის , ვახტანგს არ სურდა დაპირისპირება ძმასთან დაპირისპირება და ბრძოლა მაგრამ თათართა შიშით შეება.

ამასობაში დავით VIII მძიმე სენით დაავადდა და ბრძოლის გაგრძელება აღარ შეეძლო. დავითს ვახტანგმა ჯავახეთი დაუთმო რომლის ცენტრი ალასტანი იყო. ყაზან ყაენი ამას თანხმდებოდა , რადგან მათთვის მთავარი იყო აჯანყებული მეფე არაგვის ხეობიდან გამოეყვანათ, რადგან ამ გზით ის უკავშირდებოდა ჩრდილოელ მონღოლებს და მათი შემოსევაც სწორედ აქედან იყო მოსალოდნელი. საქართველოს მეფე ვახტანგ III გამუდმებით მონაწილეობდა შორეულ ბრძოლებში,იგი ბრძოლაში გარდაიცვალა. მეფე წამოასვენეს და დაკრძალე ქალაქ დმანისში. ახალმა ყაენმა ოლჯაითუმ საქართველოს მეფედ დავით VIII-ის შვილი გიორგი VI (მცირე) დაამტკიცა.

საქართველოს მეფის ხელისუფლების დაქუცმაცება და ქვეყნის მთლიანობის მოშლა იყო მხოლოდ ერთ-ერთი იმ უარყოფითი შედეგთაგანი, რაც მონღოლთა ბატონობაამ მოუტანა საქართველოს . მონღოლები გამიზნულად ასუსტებდნენ მეფის და აძლიერებდნენ გავლენიანი ფეოდალების უფლებებს. ისინი მეფეს უფლებას არ აძლევდნენ დაესაჯა ან გადაეყენებია ურჩი პირები. მოიშალა სახელმწიფო წყობილება. დაეცა მეფის ხელისუფლების ავტორიტეტი. XIV საუკუნის დასაწყისისთის ქვეყანაში ერდროულად რამდენიმე მეფე იყო დასავლეთ საქართველო ცალკე იყო გამოყოფილი და იქ დავით ნარინის შთამომავლები მეფობდნენ. სამცხე ცალკეა გამოყოფილი ბექა ჯაყელის მეთაურობით.

მონღოლების მიერ ქვეყნის დაბყრობისთანავე , ქვეყანაში იწყება დამპყრობთან ბრძოლა. რასაც რეპრესიები, ხოცვა ჟლეტვა და ქვეყნის აოხრება მოსდევდა. დიდი მსხვერპლი გაიღო ქართველამ ხალხმა მონღოლთა გაუთავებელ ბრძოლებში. ქვეყანა ნადგურდებოდა ოქროს ურდოსა და ილხანთა მონღოლებს შორის ბრძოლისას. ათასობით ქართველი ეწირებოდა მონღოლების შემოტანილ ეპიდემოიებს. მონღოლთა ბატონობის დროს ქვეყნის მოსახლეობა მკვეთრად შემცირდა. გავერანდა სოფლები და ქალაქები მოიშალა სარწყავი ნაგებობი, განადგურდა კულტურა-სამეურნეო ცხოვრება. მონღოლთა საგადასახადო სისტემამ ქვეყნის ეკონომიკა გააჩანაგა. ფეოდალთა დიდმა ნაწილმა დაკარგა ძალაუფლება. გამწვავდა ურთიერთობები მთასა და ბარში. ამიერ და იმიერკავკასიის მთის მოსახლეობამ , რომელიბიც ადრე საქართველოს მეფის ხელისუფლენბას ემორჩილებოდა დაიწყო ურჩობა. მთიელებმა ამოხოცეს ან გამოაძევეს მეფის და ეკლესიის მსახურები. ბოლოს შეტევაზეც გადმოვიდნენ. ამ ყველაფრით სარგებლობდნენ ოსები. პრაქტიკულად შეწყდა ქართული მეცნიერების და მწიგნობრობის განვითარება. ქართველებში უკულტურო მონღოლების წესებმა გაიდგა ფეხი.
დაამატა: Sarcmunoeba


html-კოდი ინფორმაციის
BB-კოდი ინფორმაციის
გაუზიარე ეს ინფორმაცია მეგობარს


 

კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია
სულ კომენტარები: 0