მოგესალმებით!კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენს საიტზე "უფალი გფარავდეთ"
  

  

  

  

  

  

Real Menu
საიტის მენიუ
მთავარი კონტაქტი ფლეშ სიახლეები ხატები და ფრესკები ეკლესია–მონასტრები თქვენი თხოვნები რა არის როკ–მუსიკა სამარხვო კერძები სხვადასხვა მამათა გამონათქვამები საგალობლები ბიბლია მარხვები დღესასწაულები საქართველოს ისტორია ფსალმუნები დასაბეჭდი ლოცვანი ქადაგებანი და წერილები ხატები ფოტოალბომი წმინდა სინოდი ქრისტეს 12 მოციქული პატერიკი სახარება ჩვენი ტაძარი მამათა სწავლებანი
ფეისბუქის ქოვერები

ჩვენთან არს ღმერთი



















ჩვენი გამოკითხვა
როგორი საიტია ?
ჩვენი გამოკითხვა
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
საიტის წევრები არ არიან...
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
სტუმარი მომხმარებელი
საიტზე ძებნა
მომხმარებლის პროფილი
სტუმარო


სტუმარო გთხოვ დარეგისტრირდი ან გაიარე ავტორიცაზია!


აუდიო ბიბლია
ჩვენთან არს ღმერთი



















თქვენი რეკლამა



Top სტატუსი



ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანება
სიტყვა სვეტი-ცხოვლობის დღეს

მარჯვნივ
მარცხნივ


ყოველდღიური სიახლეები ვიდეო სიახლეები წმიდანთა ისტორიები

კახეთის სამეფო XVI საუკუნეში
კახეთის სამეფოს გერბი.
კახეთის სამეფო XVI საუკუნეში

ერთიანი საქართველოს უკანასკნელმა მეფემ გიორგი VIII-მ XV საუკუნის 60-იან წლებში განვითარებული მოვლენების გამო მხოლოდ კახეთის შენარჩუნება შესძლო. მას გიორგი I ეწოდა, რომელიც კახეთში მეფობდა. გიორგის კახეთის დაკავება ბრძოლით მოუხდა, ერისთავებთან ბრძოლაში გიორგის მხარი ადგილობრივმა აზნაურებმა დაუჭირეს. გიორგიმ დაამარცხა ერიასთავები. ამის შემდეგ გიორგიმ მთელი რიგი ღონისძიებები გაატარა ამ კუთხის შესანარჩუნებლად. გააუქმა საერისთავოები. მან კახეთი მცირე საგანმგებლო ერთეულებად სამოურავოებად დაყო. მოურევებს ისეთი დიდი ძალაუფლება აღარ ჰქონდათ როგორიც ერისმთავრებს. სამხედრო თვალსაზრისით კახეთი დაიყო ოთხ სადროშოდ რომლის მმართველები ფეოდალები კი არა საეკლესიო მსახურები ეპისკოპოსები გახდნენ. ეპიდკოპოსები მეფეს უფრო ემორჩილებოდნენ ვიდრე ფეოდალები. ამასთანევე ეპისკოპოსობა, მემკვიდრეობით არ გადადიოდა. ამიტომ მეფეს შეეძლო მისი ნების მიხედვით გადაეყენებინა ეს თუ ის პირი. ამ ღონისძიებმა კახეთში მეფის ხელისუფლება ძალზედ გააძლიერა. გიორგი I-მა თავის რეზიდენციად კახეთში გრემი აირჩია.

1476 წელს კახეთის მეფე გიორგი I გარდაიცვალა, ტახტი დაიკავა მისმა შევილმა ალექსანდრე I-მა. სწორედ ალექსანდრემ ჩაუყარა საფუძველი იმ პოლიტიკას რომელსაც საუკუნეების მანძილზე მისი შთამომავლები მიზდევდნენე. ალექსანდრე I ყველა საშუალებით ცდილობდა, კახეთში მშვიდობა დაემყარებინა და აეცილებინა მტრების შემოსევები. ამიტომ მეფე დათმობებზე მიდიოდა და კარსმომდგარ მტერს ხარკს უხდიდა და მოჩვენებით ერთგულებას ეფიცებოდა. ასეთი პოლიტიკის გამო კახეთის მეფეები თავისი ვიწრო ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებდნენ. ალექსანდრე კახთა მეფე პირველი იყო ქართველ პოლიტიკოსებიდან, რომელმაც ურთიერთობები დაამყარა რუსეთთან. 1483 წელს მან ელჩობა გაუგზავნა მოსკოვის დიდ მთავარს ივანე III-ს. რეალური დახმარება მოსკოვის მთავრისგან იმ დროს შეუძლებელი იყო. რუსეთი სულ სამი წლის გათავისუფლებული იყო მონღოლთა 200 წლიანი უღლისგან. რუსეთი იმ ხანად არც ჩრდილოეთ და არც სამხრეთ კავკასიაში რეალურ ძალას არ წარმოადგენდა. მაგრამ რუსეთს ერთი დიდი უპირატესობა ჰქონდა ის მართლმადიდებლური ქვეყანა იყო მართლმადიდებლობა უნდა ყოფილიყო იმის გარანტი, რომ რუსეთი გულწრფელად დაეხმარებოდა საქართველოს. ცხადია ასეთი ვარაუდი მოკლებული იყო რეალობას, რადგან რუსეთი ხალხს მართლმადიდებლობას მაშინ ახსენებდა როდესაც მიზანი ჰქონდა მისაღწევი. კახეთში ერთი შეხედვით მშვიდობა სუფევდა, მაგრამ დაძაბული იყო ურთიერთობები სამეფო კარზე. ალექსანდრეს უფროსი ვაჟი ეჭვიანობდა იმაზე რომ მამაისი უპირატესობას მის მეორე ძეს დემეტრეს ანიჭებდა. 1511 წელს გიორგიმ მოკლა მამა, ძმას თვალები დასთხარა და კახეთიდან გააძევა. გიორგის მეფობა ორი წელი გაგრძელდა მას ავ-გიორგი შეარქვეს. 1513 წელს ავ-გიორგი ქართლში ლაშქრობისას შეიპყრეს და ციხეში გამოკეტეს. ავ-გიორგი ციხეში გარდაიცვალა.

კახელმა თავადობამ ავ-გიორგის ერთადერთი შვილი ლევანი დამალეს. შემდგომში მათ ისარგებლეს ქართლში ყიზილბაშთა ლაშქრობით და 1518 წელს ლევანი კახეთის მეფედ აკურთხეს. მას შემდეგ რაც ქართლის მეფე დავით X იძულებილი იყო კახეთის ტახტზე მეფედ ეცნო ლევან გიორგის ძე, მათ შორის მშვიდობის და მტრების წინააღმდეგ ერთობლივი ბრძოლის შეთანხმება დაიდო. ლევან მეფე ვერ ბედავდა დამდგარიყო მებრძოლი ქართლის გვერდით. მაგარმ ის ქართლს ყიზილბაშთა წინაარღმდეგ ბრძოლაში ფარულად მაინც ეხმარებოდა.ლევან მეფე ფორმალურად ირანის უზენაესობას აღიარებდა, კახეთი იღებდა მონაწილეობას ყიზილბაშთა მხარეს შაქ-შირვანის დასაპყრობად. ამის შემდეგ შაქ-შირვანი შევიდა ყიზილბაშურ ირანის შემადგენლობაში. ეს კი კახეთისთვის ძალზედ სახიფათო იყო, რადგან ყიზილბაშური ირანი კახეთს აღმოსავლეთიდან უშუალოდ დაუმეზობლდა.

შაჰ-თამაზის მიერ ქართლზე ლაშქრობებისას კახეთი განზე იდგა და ირანის შაჰს მორჩილებას უცხადებდა. მას შემდეგ რაც 1555 წელს ირანსა და ოსმალეთს შორის დადებული ზავით კახეთი უშუალოდ ირანს დაექვემდებარა. ამის შემდეგ ირანი კახეთის საბოლოოდ დასაპყრობად დაიწყო მზადება. ამ საფრთხეს ლევან მეფე სათანადოდ ითვალისწინებდა და ირანის წინააღმდეგ ომის სამზადისში ქრთლის მეფეს თავისი ჯარი მიაშველა გიორგი ბატონიშვილის სარდლობით. ირანის წინააღმდეგ ლევანმა სცადა ოსმალეთის ამხედრება მაგრამ უშედეგოდ. ჯერჯერობით ოსმალთა სულთანს ზავის დარღვევა მიზანშეწონილად არ მიაჩნდა.


^

კახეთის სამეფოს ცენტრი გრემი.

ასეთ ვითრებაში ლევან მეფემ ყურადღება რუსეთის სახელმწიფოს მიაპყრო. რომელიც თანდათანობით გაიზარდა და იმიერკავკასიასაც მოადგა. XVI საუკუნისთვის ჩრდილოეთ კავკასიაში მრავალი ტომი არსებობდა, რომლებიც განვითარების დაბალ საფეხურზე იყვნენ. კახეთს განსაკუთრებით გაურთულდა ურთიელთობები დაღესტნელ მთიელებთან. ამ დროს ჩრდილოეთ კავკასიაში ჩამოყალიბდა ძლიერი სამთავრო - საშამხლო რომლის მთავრობამაც ორიენტაცია ოამალეთზე აიღო. მისგან დასავლეთით ყაბარდოს სამთავრო წარმოიქმნა. მათ შორის მტრობა იყო. ყაბარდომ დახმარებისთვის რუსეთს მიმართა. 1557 წელს მოსკოვში ჩასული ყაბარდოელი ელჩობი ივანე IV-ეს, მოახსენებდნენ რომ მათთან ერთად მფარველობას კახეთიც ითხოვდა. ლევან მეფემ წერილი გაუგზავნა რუსეთის მეფეს. ივან მეოხემ დიდი ყურადღება დაუთმო კავკასიის საკითხსმან მდინარე თერგზე და სუნჯაზე ციხეები ააგო. ხოლო 1562 წელს ყაბარდოს დასახრმალებლად ჯარიც გააგზავნა. მოსკოვში ჩავიდა კახეთის მეფის ელჩი იაკობი, რომელმელსაც ივანე IV-მ ლევან მეფესთან წერილი გამოატანა. რუსეთის ასეთი აქტიურობა კავკასიაში შეაშფოთა როგორც ოსმალეთი ისევე ირანიც. რუსეთმა კავკასიიდან ჯარიც გაიყვანა და ციხეებიც დაანგრია.


^

კახეთის მეფე ლევანი.

ლევანის გარდაცვალების შემდეგ კახეთში ბრძოლა ატყდა ტახტისთვის. ალექსანდრე ლევანის ძემ სძლია მის ძმისშვილებს და 1574 წელს ტახტი დაიკავა. ალექსანდრე II თავის წინაპრების მსგავსად ფრთხილ პოლიტიკას ატარებდა. 1578 წელს თბილისის აღების შემდეგ მუსტაფა ლალა ფაშა კახეთისკენ დაიძრა. კახეთის მეფე მუსტაფას სართიჭალასთან დახვდა, სადაც გაიმართა მოლაპარაკება. მეფე ალექსანდრემ დიდი დიპლომატიური ნიჭი გამოამჟღავნა. მან დაითანხმა ოსმალთა სარდაილი იგი ქრისტიან მეფედ დაეტოვებინათ და მხოლოდ მცირე ყოველწლიური ხარკი იკისრა - 30 საპალნე აბეშუმი. ალექსანდრეს დაევალა ოსმალებთან ერთად ირანის წინააღმდეგ ბრძოლაში მიეღო მონაწილეობა. 1578 წელს შაჰმა ალექსანდრეს გამაჰმადიანებული ძმა ისა-ხანი (იესე) დასვა შაქის გამგებლად. აშკარა იყო რომ შაჰი ალექსანდრეს მისსავე ძმას უპირისპირებდა. ალექსანდრემ სწორად შეაფასა შექმნილი ვითარება. შაქში ილაშქრა და ძმა დაამარცხა. შაქის მმართევლად კი მისი შვილი ერეკლე დანიშნა.

ამასობაში კავკასიით კვლავ დაინტერესდა რუსეთი. რუსეთისთვის დიდ საფრთხეს წარმოადგენდა თუ კავკასიაში ოსმლეთი გაბატონდებოდა, ამიტომ რუსეთის მეფემ კახეთის მეფეს გამოუგზავნა აგენტი,რომელმაც ალექსანდრეს რუსეთის მფარველობაში შესვლა შესთავაზა. ალექსანდრე II ხვდებოდა რომ ოსმალეთი კახეთისგან მხოლოდ ხარკის აღებას არ დაკმაყოფილდებოდა და კახეთის ოსმალეთის პროვინციად გადაქცევას შეეცდებოდა. ამიტომ ალექსანდრე რუსეთის ამ წინადადებას კმაყოფილებით შეხვდა და რუსეთში თავისი ელჩობა მიავლინა. 1587 წელს საქართველოში ჩამოვიდა რუსეთის ოფიციალური ელჩობა, რომელთანაც მოლაპარაკების შემდეგ 28 სექტემბერს გაფორმდა რუსეთ-საქართველოს პირველი ხელშეკრულება ” ფიცის წიგნი” რომლის ძალითაც კახეთი რუსეთის მფარველობის ქვეშ შევიდა. კახეთის მეფემ ჯვარზე მთხვევით დაადასტურა რომ რუსეთის მტერი მისი მტერიც იქნებოდა, ამასთანავე რუსეთი დაიცავდა კახეთს ყველა მტრისგან. რუსეთს უნდა ჩაედგა ციხეები თერგზე, და კახეთისკენ გზა გაეხსნა, რომ საბოლოოდ ალაგმულიყო დაღესტნელი მთიელების შემოსევები, საჭიროების შემთხვევაში კი რუსეთი კახეთს ჯარითაც უნდა დახმარებოდა. 1589 წელს რუსეთის მეფემ კახეთის მეფეს გამოუგზავნა ” წყალობის სიგელი ”. ამით ეს ხელშეკრულება ორივე მხარიდან იქნა დამტკიცებული. რუსეთმა პირობისამებრ იმიერკავკასიაში ციხეები ჩადგა.



^
კახეთის მეფე ალექსანდრე II.

ალექსანდრე II ცდილობდა კავკასიის დაუფლებისთვის მებრძოლ სამივე სახელმწიფოსთან - რუსეთთან, ირანთან და ოსმალეთთან მშვიდობიანი ურთიერთობები ჰქონოდა. კახეთი ფაქტობრივად სამივე ქვეყნის ვასალობას აღიარებდა. XVI საუკუნის ბოლომდე ეს პოლიტიკა ამართლებდა. სხავ ქართული სამეფოებისგან განსხვავებით კახეთი აღმავლობას განიცდიდა.კახეთში მშვიდობის დამყარებას ხელი შეუწყო ქართლის მებრძოლურმა პოლიტიკამ რადგან, ირანი და ოსმალეთი იმის შიშით რომ ქართლს კახეთიც არ შეერთებოდა თავისი ძალით. კახეთის მეფეებს თავისუფალი მოქმედების საშუალებას აძლევდნენ და მოჩვენებითი ყმობით კმაყოფილდებოდნენ. ყველამ კარგად იცოდა და მათ შორის კახეთის მეფეებმაც რომ კახეთში მშვიდობა დროებითი იყო. ქართლის განადგურების შემდეგ კახეთის ჯერიც დადგებოდა. ამიტომაც ამყარებდნენ კახეთის მეფეები კავშირს რუსეთთან. კახეთში ვითარება მკვეთრად იცვლება XVII საუკუნეში.
დაამატა: Sarcmunoeba


html-კოდი ინფორმაციის
BB-კოდი ინფორმაციის
გაუზიარე ეს ინფორმაცია მეგობარს


 

კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია
სულ კომენტარები: 0