მოგესალმებით!კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენს საიტზე "უფალი გფარავდეთ"
  

  

  

  

  

  

Real Menu
საიტის მენიუ
მთავარი კონტაქტი ფლეშ სიახლეები ხატები და ფრესკები ეკლესია–მონასტრები თქვენი თხოვნები რა არის როკ–მუსიკა სამარხვო კერძები სხვადასხვა მამათა გამონათქვამები საგალობლები ბიბლია მარხვები დღესასწაულები საქართველოს ისტორია ფსალმუნები დასაბეჭდი ლოცვანი ქადაგებანი და წერილები ხატები ფოტოალბომი წმინდა სინოდი ქრისტეს 12 მოციქული პატერიკი სახარება ჩვენი ტაძარი მამათა სწავლებანი
ფეისბუქის ქოვერები

ჩვენთან არს ღმერთი



















ჩვენი გამოკითხვა
როგორი საიტია ?
ჩვენი გამოკითხვა
სულ ონლაინში: 8
სტუმარი: 8
მომხმარებელი: 0
საიტის წევრები არ არიან...
სულ ონლაინში: 8
სტუმარი: 8
მომხმარებელი: 0
სტუმარი მომხმარებელი
საიტზე ძებნა
მომხმარებლის პროფილი
სტუმარო


სტუმარო გთხოვ დარეგისტრირდი ან გაიარე ავტორიცაზია!


აუდიო ბიბლია
ჩვენთან არს ღმერთი



















თქვენი რეკლამა



Top სტატუსი




ერისა და ეკლესიის ურთიერთობა
ღვთისმშობლის შობის დღე

მარჯვნივ
მარცხნივ



ყოველდღიური სიახლეები ვიდეო სიახლეები წმიდანთა ისტორიები


თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის მთავარეპისკოპოსი თადეოზი (მირიან იორამაშვილი).



დაბ. 1946 – ქ. გორი.
1977 – მღვდელი
1979 -  წილკნის ეპისკოპოსი.
1982 - აგარაკ-წალკის ეპისკოპოსი.
1984 – მანგლელი მთავარეპისკოპოსი.
1993-1995 – ცაგერისა და ლეჩხუმ-სვანეთის მთავარეპისკოპოსი.
2003 – ბოლნისის მთავარეპისკოპოსი.
2005 – ფშავ-ხევსურეთის მთავარეპისკოპოსი.
მისამართი: საქართველო 2500, თიანეთი. [995] 32 3540407, 342186. 352186. თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის ეპარქია აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში მდებარეობს. იგი მოიცავს არაგვისა და ივრის ხეობების ისტორიულ კუთხეებს: ერწოთიანეთსა და ძველი ფხოვის ტერიტორიას. ეპარქიას აღმოსავლეთიდან ესაზღვრება ალვან-თუშეთი, რომელიც ალავერდის ეპარქიის შემადგენლობაშია, დასავლეთიდან ხევისა და სტეფანწმინდის ეპარქია, სამხრეთიდან და სამხრეთ დასავლეთიდან – გუდამაყარ-მთიულეთი, რომელიც წილკნის ეპარქიას ესაზღვრება, ჩრდილოეთის საზღვარი საქართველო-რუსეთის სახელმწიფო საზღვარს ემთხვევა, ძველი ქისტეთის, იგივე ინგუშეთის ავტონომიურ რესპუბლიკასთან. ძველ ქართულ საისტორიო მწერლობაში აღმოსავლეთ საქართველოს მთიელ მოსახლეობას საერთო სახელი "მთეულნი” ეწოდებოდათ. მთეულნი კახეთის ჩრდილოეთით, არაგვისა და თერგის ხეობაში სახლობდნენ, სადაც თითოეულ კუთხეს თავისი საკუთარი ისტორიულ-ეთნოგრაფიული  და ყოფა-ცხოვრების შესაფერისი ტრადიციული სახელიც ჰქონდა. ამ მხარის უკიდურეს სამხრეთით, მდინარე ივრის დასავლეთ მხარეს მდებარეობდა "ერწუ’ ანუ "ერწო”. ერწოს ზემოთ იორზე იყო "თიანეთი”, რომელიც ადრიდანვე არა მარტო ქალაქურ დასახლებას, არამედ მთელ კუთხეს ერქვა. გუდამაყრის ხეობის აღმოსავლეთით ფხოველთა მთებზე შეფენილი იყო "ფხოეთი”. ფხოეთი, იგივე ფხოვი,. XV ს-მდე ფშავისა და ხევსურეთის ზოგადი სახელი იყო. ამდენად, სამღვდელმთავროს გეოგრაფიული საზღვრები ვრცელდება აღმოსავლეთ საქართველოს მთის ისტორიულ კუთხეებზე – ფშავსა და ხევსურეთზე (ადრეული წერილობითი ძეგლების მიხედვით – "ფხოვზე”) და ერწოსა და თიანეთზე (გარკვეულ პერიოდში ეს მხარე "ჟალეთის ქვეყნის” სახელით იყო ცნობილი). თანამედროვე თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის ეპარქიაში შემავალ კუთხეთა საერთო ქართული წარმომავლობისა და აქაური მოსახლეობის უმჭიდროესი გენეტიკური სიახლოვის მიუხედავად, IV ს-ში წმ. მეფე მირიანის რელიგიურ რეფორმას ყველა ერთნაირი განწყობით არ შეხვედრია. მემატიანის უწყებით, წმ.ნინომ და ეპისკოპოსმა იოანემ "მოეწოდეს მთიულთა, ჭართალელთა, ფხოელთა, გუდამაყრელთა და უქადაგეს მათ სჯული ქრისტიანეთა ჭეშმარიტი, მიმყვანებელი ცხორებად საუკუნოდ.” ხოლო მათ არ ინებეს ნათლისღება; ფხოველთა დაუტევეს ქვეყანაი მათი და გარდავიდეს თუშეთს”, ხოლო ერწო თიანელებზე უწყებულია , რომ "მათ შეიწყნარეს და ნათელ-იღესო”. ფშავ-ხევსურთა გაქრისტიანება მიეწერება მირიანის ძეს მეფე ბაქარს: "ესე იყო მორწმუნე, ვითარცა მამამისი მირიან, და ცოტა მოგვიანებით წმ. მღვდელმთავარ აბიბოს ნეკრესელ ეპისკოპოზმან”. აქაური მოსახლეობის საბოლოო გაქრისტიანება და საქართველოს საპატრიარქოსადმი მათი სრული საეპარქიო-ორგანიზაციული დაქვემდებარება წმ.დავით აღმაშენებლის და თამარის ეპოქებს უკავშირდება. თუმცა თანამედროვე ეპარქიის ტერიტორიაზე გაცილებით ადრე, წმ. მეფე ვახტანგ გორგასლის დროს დაფუძნდა ეპარქია, რომელიც ვახუშტი ბატონიშვილის; მიხედვით "ჟალეთი”, იგივე "ბერ” ანუ ჩელეთიაო. ჟალეთს "გორგასალ აღაშენა ეკლესია კეთილშუენიერი, გუმბათიანი, და დასუა ეპისკოპოსი, მწყემსი ერწო თიანეთისა, ფშავ-ხევსურეთის ქვეყნის” პოლიტიკურ ცენტრს წარმოადგენდა, აღნიშნული სამღვდელმთავროს ტერიტორიები ხარჭაშოს კათედრას დაქვემდებარებია. ქვეყნის პოლიტიკური მდგომარეობის მიუხედავად, თანამედროვე თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის ეპარქიის იურისდიქციაში არსებული ტერიტორიები მუდამ მცხეთის საკათალიკოსოს გამგებლობაში ითვლებოდა. ქვეყნის საერთო ძნელბედობის გამო ხალხმრავლობით გამორჩეული მთის კუთხეები მოსახლეობისაგან იცლებოდა, მათი მასიური დაცარიელება რუსეთის მიერ საქართველოს დაპყრობისა და საუკუნეთა ნაცადი ყოფა-ცხოვრების ტრადიციული წესის მოშლის შემდეგ დაიწყო. XIX ს. დასაწყისიდან საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმების შემდეგ კახეთისა და აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთის საეკლესიო ცხოვრება ერთ კახეთ-ალავერდის ეპარქიას დაექვემდებარა. 1917 წელს ავტოკეფალიის აღდგენისას განახლდა წილკნის ეპარქიაც, რომელიც აერთიანებდა აღმოსავლეთ საქართველოს "მთეულთ” – მთიულეთს, გუდამაყარს, ხევს, ფშავს, ხევსურეთს, ერწო-თიანეთსა და სხვა. 2003 წლის 18 აგვისტოს ურბნისის საკათედრო ტაძარში ჩატარებულ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმ.სინოდის კრებაზე წილკნისა და ალავერდის ეპარქიათა ტერიტორიების საფუძველზე დაარსდა თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის ეპარქია. ეპარქიის ამგვარი სახელწოდება – "თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის” – არ გვხვდება საქართველოს საეკლესიო წარსულიდან, თუმცა იგი არსით საუკუნეთა წინათ გაუქმებული "ჟალეთის”, შემდეგ კი ძველი "ხარჭაშოს” ეპარქიის განახლებას ნიშნავს (ხარჭაშოს ეპისკოპოსი "ხარჭაშნელად” იწოდებოდა). წმ. სინოდის განჩინებით და უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის კურთხევით ახლად დაარსებული ეპარქიის მღვდელმთავრად კრებამ გამოირჩია ხევისა და სტეფანწმინდის; ეპარქიის; აჩხოტის და წმ.ნიკოლოზის სახელობის მონასტრის წინამძღვარი არქიმანდრიტი იეგუდიელი (ტაბატაძე). 2005 წლის გაზაფხულზე მეუფე იეგუდიელს ბოლნისის სამწყსო ერწმუნა, ხოლო მაღალყოვლადუსამღვდელოეს ბოლნელ მთავარეპისკოპოს თადეოზს – თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის ეპარქია.
წმიდა გიორგი მიტილ...
წმიდა მოწამე ზოსიმ...
ღირსი დიონისე
წმიდა მოწამე ევფრო...
წმიდა მოწამე სუქია...
ღირსი მამაჲ ჩვენი ...

უფალი იესო ქრისტე და ღვთისმშობელი გფარავდეს მუდამ

დათვალიერება...

ღვთისმშობელი გფარავდეს მუდამ

დათვალიერება...

უფალი გფარავდეს მუდამ

დათვალიერება...

მშვიდობა მომეტანოს

დათვალიერება...

გფარავდეს წმიდა თამარ მეფე

დათვალიერება...

გილოცავ ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატის ბრწყინვალე დღესასწაულს

დათვალიერება...

გფარავდეს წმ. მოწამენი დავითი და კონსტანტინე

დათვალიერება...

გფარავდეს წმიდა დავით გარეჯელი

დათვალიერება...

უფალი გფარავდეს მუდამ

დათვალიერება...

ქრისტეს შობა

დათვალიერება...

გილოცავ მარიამობას

დათვალიერება...

წიგნი – წმიდა იოანე ოქროპირის დარიგებანი

დათვალიერება...

გილოცავ მარიამობას

დათვალიერება...

გფარავდეს წმ. მამა ანტონ მესვეტე მარტომყოფელი

დათვალიერება...

გფარავდეს წმიდა ქეთევან დედოფალი

დათვალიერება...

გფარავდეს წმიდა გიორგი მუდამ

დათვალიერება...

შობა ახალი წელი

დათვალიერება...