როცა მუსიკა ღმერთს ეწინააღმდეგება
მუსიკის სულიერი ძალის შესახებ კარგად უწყოდნენ ჩვენმა წინაპრებმა. მაგალითად, ძველ სპარტელებს ჰყავდათ მუსიკოსები, რომელთა შემოქმედება მეომართა სულისკვეთებას აძლიერებდა და ისინი უფრო მამაცურად იბრძოდნენ. იგივე ხდებოდა ეგივპტეშიც. ძველი აღთქმა გვაუწყებს, რომ როდესაც საული მელანქოლიას გრძნობდა, დავითს უხმობდა, რომლის გალობაც სულს უმშვიდებდა. საულს სჯეროდა, რომ ეს მუსიკა დემონებს აიძულებდა, იქაურობას გასცლოდნენ. პლატონს სწამდა, რომ მუსიკალური ტონის ყოველგვარი ცვალებადობა გავლენას ახდენდა მოქალაქეთა გამომეტყველებაზე. არისტოტელეს კი მიაჩნდა, რომ ახალგაზრდების მუსიკა სახელმწიფოს კანონმდებლობით უნდა ყოფილიყო განსაზღვრული. ლენინი თვლიდა, რომ საზოგადოების სწრაფად განადგურების ერთ-ერთი საშუალება ამავე საზოგადოების მუსიკა იყო. თავად „მუსიკა" წარმოსდგება სიტყვიდან „მუზა", რომელიც ხელოვნების სულს ნიშნავს. ეს იმიტომ, რომ მას ადვილად შეუძლია ადამიანის სულზე ზემოქმედება.
სატანა დაცემამდე თავადაც ანგელოზებთან ერთად დიდებით უგალობდა უფალს, ამიტომ სრულყოფილად იცნობს იმ სულიერ ძალას და თვისებას, რასაც მუსიკა ფლობს. სწორედ ამიტომ, ამ საუკეთესო იარაღს აქტიურად იყენებს ადამიანთა სულების წარსაწყმედად. დღეისათვის ეს იარაღი არის როკ-მუსიკა.
საქართველოში, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში, როკ-მუსიკას უამრავი თაყვანისმცემელი გააჩნია. მუსიკის ეს ჟანრი, რომელიც 50-იან წლებში აღმოცენდა. დიდ სოციალურ-კულტურულ მოვლენად იქცა. იგი ყოველი ახალი თაობის განწყობის მიხევით იცვლება, დასახელებებს იცვლის, თითქოს ერთმანეთს კიდეც ეწინააღმდეგება, მაგრამ არსით იგივე რჩება. გადავხედოთ როკის ისტორიას:
ეს მუსიკა აფრიკის ჯუნგლებიდან მოვიდა. 1619 წელს მონებით მოვაჭრეებმა ამერიკაში მონებთან ერთად ჩაიტანეს მუსიკაც, რომლის მაგიური ძალა დოლების ჰიპნოზურ რიტმში მდგომარეობს. ეს მუსიკა სატანურ რიტუალებზე სრულდებოდა. თავად როკ-მუსიკის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი წარმომადგენელი ჯონ ლენონი აცხადებს: „საუკეთესო როკ-ენ-როლი პირველყოფილია. მისი მელოდია ჯუნგლებიდან მოვიდა". როკ-შემსრულებელთა გარეგნობაც აშკარად მეტყველებს იმაზე, რომ ისინი პირველყოფილი სულების გავლენას განიცდიან. იგივე მელოდია, იგივე გარეგნობა, იგივე მანიაკალური მოძრაობები...
როკ-მუსიკის სერიოზული ჩანასახი ჯერ კიდევ 1951-52 წლებში გაჩნდა, როდესაც ახალგაზრდა ამერიკელმა მომღერალმა ლითლ რიჩარდმა ზანგურ რიტმ-ენდ-ბლუზში ცვლილებების შეტანა დაიწყო. ხოლო ახალი მუსიკალური სტილის აღსანიშნავი ტერმინი „როკ-ენ-როლი" 1955 წლისთვის ქალაქ კლივლენდის დისკოთეკის დისკ-ჟოკეიმ მოიგონა. ზოგიერთის მოსაზრებით, ეს გამოთქმა იხმარებოდა სქესობრივი აქტის დროს არსებული მდგომარეობის გამოსახატავად. იგი ამერიკული შავი გეტოების ჟარგონიდან არის ნასესხები.
1954-55 წლებში ასპარეზზე გამოდის ახალგაზრდა მომღერალი და გიტარისტი ელვის პრესლი. იგი ამერიკელი ბაპტისტი იყო, რომელმაც მუსკიალური განათლება სამრევლო გუნდში გაიარა. მისი საყოველთაო აღიარების მიზეზი ის იყო, რომ უკუეგდოთ თავიანთი წრის რელიგიური და სექსუალური ტაბუ. იგი მსმენელზე ზემოქმედებას უხამსი პროვოკაციული ჟესტებით ახდენდა. 1956 წელს ედი სილვანის შოუში გამოსვლისას ოფიციალური აღიარება რევოლუციური მოწოდებით მოიპოვა: „ბოლო ბოვუღოთ ინსტიქტების დათრგუნვას, სოციალური პირობითობებს, რომლებიც ხელს უშლიან ახალგაზრდებს, თავისუფლად და მძაფრად გამოხატონ თავიანთი სექსუალობა!" ელვისი მაშინვე „როკ-ენ-როლის მეფედ" აღიარეს და იგი თაყვანისცემის საგნად იქცა როგორც სიცოცხლეში, ისე სიკვდილის შემდეგ. დაიწყო სექსუალური რევოლუცია: შეიცვალა ჩვევები, ტანსაცმელი, მოდაში შემოვიდა გრძელი თმა... 50-60-იან წლებში ელვის პრესლის კონცერტებზე ადგილი ჰქონდა აღშფოთებას, გამძვინვარებას, მასობრივ ისტერიას, სექსუალურ ექსცესებს, განსაკუთრებით ქალიშვილებში. პრესლი ბოლომდე თავისუფალი სიყვარულის ფილოსოფიას აღიარებდა და ამასვე ქადაგებდა თავისი სიმღერებით. მისი კონცერტების დროს ოპერატორი ცდილობდა, მომღერალი კადრში მხოლოდ წელსზემოთ გამოჩენილიყო, რადგან სხეულით ურცხვ მოძრაობებს აკეთებდა. მაგრამ გავიდა დრო და რაც უწინ სამარცხვინოდ ითვლებოდა, დღეისათვის მომღერლების აუცილებელ ატრიბუტად იქცა, ასე მუხანათურად, ეტაპობრივად მოქმედებს სატანა.
მძიმე როკი
როკი მალე უხეშ, „მძიმე როკად" გარდაიქმნა. ამ მიმდინარეობის მთავარი წარმომადგენლები იყვნენ ჯერი ლი ლუისი, სტივ ნიკსი, ელის კუპერი. რიტმი (ბიტი) გართულდა, უფრო ძლიერი და მძაფრი გახდა. ღრმად გამოიკვლიეს აფრიკელ ტომთა მუსიკალური მემკვიდრეობა, შეისწავლეს ლათინურ-ამერიკული ტრადიციების რიტუალები, „ვოდუ"-ს მუსიკა, რომელიც დაკავშირებული იყო ფალოსის კულტთან, შელოცვებთან და ჯადოსნობასთან. „ბიტი" - ესაა რეგულარული პულსაციის განუწყვეტელი გამეორება მოკლე რიტმებთან შეთანხმებით. „ბიტი" მკვეთრად მოქმედებს პიროვნების ფიზიკურ და ემოციურ გრძნობებზე, იწვევს მსმენელთა ნერვული სისტემის აღგზენბასა და გონების დამბლასაც კი. ბგერათა სიხშირე 120 დეციბელამდე ადის, რაც ადამიანის მიერ აღსაქმელ ზღვარს აღემატება.
ეს იყო პირდაპირი შტურმი პიროვნების წინააღმდეგ, ეროტიკული მისწრაფებების აღმგზნებ „ბიტს" თან ერთვოდა ადამიანის მომნუსხველი, გამაღიზიანებელი ხმაური, რომელიც ნერვიული სისტემის გადაძაბვას, უკონტროლო გრძნობას იწვევდა, ანუ ეს იყო მოკლე გზა „ჯოჯოხეთისაკენ".
შემდეგი ჟანრი იყო შმაგი როკი, ნარკოტიკის ჟარგონული სახელი, როგორც ები ჰორმანმა განაცხადა, „როკი გვევლინება რევოლიუციის სათავედ. ცხოვრების ჩვეულებრივი სტილია ნარკოტიკები, უცნაური ტანსაცმელი, ყველაფრის დამაკმაყოფილებელია როკ-მუსიკა. სწორედ ესაა რევოლუცია".
სატანური როკი
მესამე ფაზა უკვე სატანური როკი იყო - ოკულტიზმის გავლით სატანის კულტამდე. ამას სათავე დაუდეს „ბითლზებმა", როცა 1968 წელს გამოუშვეს „თეთრი ალბომი" ორი სიმღერით: „№1 რევოლუციონერი" და „№9 რევოლუციონერი". ამიერიდან როკ-მუსიკა სატანისკენ მიმავალ აშკარა გზას დაადგა.
1976 წლის ჟურნალ „პოპ"-ის ერთ-ერთ გამოცემაში გამოქვეყნდა სტატია სათაურით „დაუჯერებელი ამბები ბითლზებზე", რომელშიც ტონი შერიდანი სილვერბითლზის შესახებ მოგვითხრობს: „მე ვიცოდი, რომ ჯონი რეგულარულად ესწრებოდა სპირიტულ სხოდმებს. ერთ-ერთი ასეთი სხდომიდ შემდეგ მან მითხრა: „ახლა ვიცი, რომ მე ბითლზთან ერთად ისეთ წარმატებას მივაღწევ, როგორიც აქამდე არცერთ ჯგუფს არ ღირსებია. ამაში ახლა დარწმუნებლი ვარ, რადგან ამ წარმატებისათვის სული ეშმაკს მივყიდე".
„ბითლზების" დაშლის შემდეგ ჯონ ლენონმა აშკარად დაიწყო ეშმაკისადმი მიძღვნილი სიმღერების წერა, სადაც პირდაპირ უმღეროდა ლუციფერს: „... ჩვენ ხელები გვაქვს შეკრული. მხოლოდ გამუდმებით შეგვიძლია შეგთხოვოთ: გაათავისუფლე ხალხი. 666-ია შენი სახელი". ამ სიმღერის გამოსვლიდან 10 წლის შემდეგ ჯონ ლენონი მისივე თაყვანისმცემელმა მოკლა. როცა მას დუსვეს შეკითხვა, თუ რატომ მოკლა საყვარელი მომღერალი, განაცხადა: „მე წინააღმდეგობის გაწევა ვერ შევძელი! ეს შინაგანმა ხმებმა მაიძულეს!". ტონი შერიდანისთვის მიცემული ინტერვიუდან ზუსტად 20 წელი იყო გასული. ალბათ, ეშმაკისაგან „ნაყიდი" დრო ამოიწურა.
სატანური როკის მიმდევრები გახლავთ „როლინგ სტოუნზი", რომლის სატანის ეკლესიის მთავარქურუმი გახდა მიკ ჯაგერი. ამავე მიმდინარეობას მიჰყვებოდნენ „ზე ჰუ", „ბლექ საბათი", „ლედ ზეპელინი", „სტიქსი".
როკ-მუსიკოსებს ურთიერთობა ჰქონდათ ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ სატანისტთან ალესტერ კროულისთან (1875-1947 წწ), რომელიც თავს მისტერ 666-დ უწოდებდა და თავის მისიას იმაში ხედავდა, რომ ოკულტური ძალები მუსიკის მეშვეობით მოეყვანა მოძრაობაში. მან ჩამოაყალიბა სამი პუნქტი:
1. ჩვენ ადამიანებზე განუწყვეტლივ განმეორებადი და ხმამაღალი მუსიკით უნდა ვიმქომედოთ;
2. ჩვენ უნდა მოვითხოვოთ ნარკოტიკი;
3. მორალის სფეროში განვითარება მიზანდასახულად უნდა მივმართოთ;
აი, სწორედ ასეთ პიროვნებასთან ჰქონდათ კავშირი როკ-მუსიკის „მამებს", იგი „ბითლზის" ფირფიტის გარეკანზეც კი გამოსახეს. ჯიმ მორისონი „დორსის" ერთ-ერთ ალბომში კროულის ქანდაკებასთან ერთად დგას.
როკ-მუსიკის მეოთხე ფაზა არის „პანკ როკი", „პანკს" უწოდებენ მეძავებს (ორივე სქესის) ინგლისში, ამერიკულ ინგლისურში კი ეს სიტყვა „ნაძირალას" ნიშნავს. „პანკ-როკის" მიზანი იმაში მდგომარეობს, რომ აუდიტორია თვითმკვლელობამდე, კოლექტიურ ძალმომრეობამდე მიიყვანოს. ყველაზე ცნობილი ჯგუფებია „ქისსი", „ტოდ ნიუჯენტი და მუტანტები", „აფროდიტეს პირმშო". ხშირია შემთხვევა, როდესაც კონცერტის დროს პარტნიორს შარვალში ჩაკერებული სამართებლით ჭრის და მერე, გასისხლიანებულს ეკლებიანი სამაჯურით სცემს.
აღსანიშნავია, რომ როკ-მუსიკის ზოგიერთი წარმომადგენელი სატანური „ეკლესიის" წევრია. როდესაც ფირფიტას უშვებენ, ისინი შემაღლებულ ადგილას დებენ და თავიანთი ტაძრის ქურუმს სთხოვენ, მოაჯადოვოს ეს ნაწარმოები, რათა მან წარმატება მოიპოვოს. ამ რიტუალის შემდეგ, როდესაც ფირფიტის შესალოცად დემონებს მოუხმობენ, ამავე დემონებს ევალებათ მსმენელზე ზეგავლენის მოხდენა, შეიძლება ამიტომაც არის, რომ მაგალითად, 1981 წელს გაყიდული ფირფიტების 90% როკ-დისკები იყო.
ელის კუპერმა განაცხადა, რომ დემონთან დადო ხელშეკრულება, რამაც დიდი აღიარება მოუტანა. მიკ ჯაგერი სატანის კულტის მსახური იყო და შავი მაგიის ყველა საიდუმლო კარგად იცოდა. საკუთარ თავს იგი „ხორცშესხმულ ლუციფერს" უწოდებს. ამაზე სიმღერათა სახელწოდებაც მოწმობს: „ეშმაკისადმი კეთილგანწყობა", „მის სატანურ უდიდებულესობას" და „ჩემი ძმის, დემონის შელოცვა". ელტონ ჯონმა განაცხადა, რომ არასდროს დაუწერია და უმღერია ისეთი სიმღერა, მანამდე ჯადოსნურ ენაზე რომ არ ყოფილიყო დაწერილი.
როკ-ჯგუფის სიმღერების ტექსტებში მრავლადაა ღმრთისმგმობი განონათქვამები, ზოგჯერ კი აშკარა სატანიზმიც კი. მაგალითად, ერთ-ერთი სიმღერის ტექსტი ასე ჟღერს: „სანთლები ციმციმებენ. სამსხვერპლოები იწვიან. უმანკოების სიკვდილი საჭიროა, მსხვერპლი შესწირეთ ლიუციფერს - ჩემს უფალს. მოიტანე სასმისი, ასწიე დანა, კეთილი იყოს შენი მობრძანება ჩემს სამსხვერპლოსთან... დაბეჯითებით მოვითხოვ, მსხვერპლი, დემონები, მსხვერპლი..."
ავსტრალიური ჯგუფი „ინქსი" მღერის სიმღერას „ეშმაკი ჩემში. ჯგუფ „AC/DC"-ის სიმღერის ტექსტი ასეთია: „მე ვარ მგრგვინავი ჭექა-ქუხილი, წვიმის მშოველი, გრიგალად მოვედი... ჯერ კიდევ ახალგაზრდა ხარ, მაგრამ მოკვდები! ტყვეებს არ ვიყვან, არავის დავზოგავ, ვერავინ შეძლებს წინ აღმიდგეს. მე მოვიპოვე ჩემი ზარები და ჩემთან წაგიყვან ჯოჯოხეთში, შენ ჩემი იქნები... ჯოჯოხეთის ზარები".
განსაკუთრებით გვინდა აღვნიშნოთ ისეთი სიმღერები ტექსტები, სადაც ადამიანებს სრული თავისუფლებისაკენ მოუწოდებენ. მაგ: „თავისუფალი ვარ ვაკეთო ის, რაც მსურს, ვიყო ის, რაც მსურს" და ა.შ.
უფალი კი გვეუბნება: „უარყავნ თავი თვისი და აღიღენ ჯუარი შენი და შემომიდეგინ მე" (მარკ. 8, 34).
ჯიმი ჰენდრიქსი აცხადებს „მუსიკის მეშვეობით შესაძლებელია ადამიანის ჰიპოთეზირება. შეგიძლია აიძულო, ქვეცნობიერად შეასრულოს შენი სურვილი". როგორც ჩანს, მან კარგად იცოდა ის ფარული ძალა, რაც მუსიკის მიღმა იფარება. მეცნიერული კვლევის შედეგად გაირკვა, რომ ის მცენარეები, რომლებიც წყნარ მუსიკას „ისმენენ", მალე ყვავიან, ხოლო როკ-მუსიკის გარემოცვაში მყოფი მცენარე ძირითადად ჭკნება და ნადგურდება. თუკი უსულო მცენარე ასე მწვავედ აღიქვამს მძიმე მუსიკას. ადვილად წარმოიდგენთ, თუ რა მოსდის ადამიანს, რომელიც ღვთის ხატად და მსგავსად არის შექმნილი.
გარდა სიმღერის ტექსტისა, როკი სავსეა სატანისტური სიმბოლიკით, რაც ასე ხიბლავს დღევანდელ ახალგაზრდობას, რომლებსაც უეჭველია, აზრადაც კი არ მოსდით მათი ჭეშმარიტი მნიშვნელობა. განვიხილოთ ზოგიერთი მათგანი:
ამოტრიალებული ხუთქმიმიანი ვარსკვლავი - სიმბოლო მაგიისა, რომელიც სატანური რიტუალების დროს დემონთა მოხმობისას გამოიყენება. ამობრუნებული ხუთქიმიანი ვარსკვლავით გამოისახება ურჩხულის თავი, რომელიც უძველესი დროიდან სიმბოლურად ეშმაკს გამოხატავს. ამ სიმბოლოს ძალიან ხშირად ვხვდებით როკ-ანსამბლების კონცერტებზე, ფირფიტების გარეკანზე, კლიპებში.
პანი - ძველბერძნული ღვთაება, რომელიც ადამიანისა და თხის ერთობლიობას წარმოადგენს. პანი სალამურზე უკრავდა და მაგიური მუსიკის შესრულების დროს იხმობდნენ. ავსტრალიის ერთ-ერთი რადიოსადგურს ემბლემაზე გამოხატული აქვს პანი, ანუ სატანა, რომელსაც სალამურის ნაცვლად ხელთ როკ-გიტარა უპყრია. „როლინგ სტოუნზის" ფირფიტის გარეკანზე გამოსახულია თხის ფეხი ქალის ფეხსაცმლით, სხვა ფირფიტაზე - თხის თავი, რომელიც სისხლით სავსე ქვაბში იხარშება. ალბომის სათაურია: „თხის თავის სუპი".
„ლედ ზეპელინებსაც" აქვთ ერთ-ერთი პოპულარული სიმღერა - „ვარსკვლავთა გზა ცისაკენ", სადაც ერთ-ერთ სტროფში მოხსენიებულია პანი - ღვთაება, რომელიც მესალამურეს ნიშნავს: „მესალამურე გიხმობს, რათა გაჰყვე მას". სამწუხაროდ, დღევანდელი ახალგაზრდები უსმენენ „ლედ ზეპელინების" რჩევებს და ჯოჯოხეთისაკენ მიჰყვებიან მესალამურეს, რომელიც სიმბოლურად სატანას განასახიერებს.
სატანის რქები - პენტაგრამა: ხელების ფრომა, რომელიც ყველაზე ხშირად გვხვდება როკ-მუსიკაში - ესაა საჩვენებელი და ნეკა თითის კომბინაცია. სატანის ამ სიმბოლომ დიდი გამოხმაურება ჰპოვა და გაუცნობიერებლად ყველა ახალგაზრდა გამოსახავს როკ-მუსიკის კონცერტებზე.
ელვა - ელვის სიმბოლო აღებულია ოკულტიზმიდან და გმოხატავს სატანის სიმბოლოს. სახარებაში უფალი ამბობს: „ვხედავდ ეშმაკსა ვითარცა ელვასა, ზეცით გარდამოვრდომილსა". ანსამბლი „ქისს" და სხვა მრავალნი აქტიურად იყენებენ ამ სიმბოლოს. ნუთუ დამთხვევაა, რომ ჰიტლერის სატანურ ორგანიზაციას ეს-ეს-ს თავის სიმბოლოდ სწორედ ელვა ჰქონდა?!
ცნობილია, რომ ეშმაკს სძაგს ჯვარი, ამიტომ ყოველნაირად ცდილობს მის შეურაცხყოფას. თუმცა როკშემსრულებლები ხშირად გულსაკიდი ჯვრით „დამშვენებულნი" მღერიან, მაგრამ ეს, მათი მხრიდან, ჯვრის დაცინვისა და გაუფასურების საშუალებად უნდა მივიჩნიოთ. შეიძლება გაგვიჩნდეს კითხვა: რატომ შეურაცხყოფენ და ებრძვიან იმას, რისიც, თითქოსდა, თავად არ სწამთ? საქმე ისაა, რომ თვითონაც კარგად უწყიან ჯვრის ძალა და მადლი, ამიტომ ებრძვიან მას ასე თავგამეტებით შავბნელ ძალებთან „დამეგობრებული" მუსიკოსები. ღვთისმშობლის სახელით ცნობილმა მომღერალმა მადონამ თავის ერთ-ერთ ინტერვიუში მაცხოვრისა და ჯვარცმის შესახებ ისეთი მკრეხელური აზრი გამოთქვა, რომ უხერხულად მიგვაჩნია მისი ციტირება.
ჯვრის ამობრუნება ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტია სატანისტურ რიტუალებში. იგივეს იყენებენ როკმუსიკაშიც. ერთ-ერთ კლიპში მიკ ჯაგერი დემონსტრირებას უკეთებს მაისურს, რომელზეც ჯვარი უკუღმა არის გამოსახული, რაც ჯვრის ყველაზე დიდი შეურაცხყოფაა. მუსიკალურ კლიპებში ხშირად გამოყენებულია ალმოდებული ჯვრები, ჯვარზე გაკრული ქალები და სხვა მკრეხელური სურათები.
- ამ სიმბოლოს ჩვეულებრივ მშვიდობის ემბლემად ვიცნობთ, მაგრამ მის არსს თუ ჩავუღრმავდებითღ, სულ სხვა რამეს დავინახავთ, ეს არის ამობრუნებული ჯვარი, რომელსაც ორივე ფრთა მოტეხილი აქვს, გარშემო კი შემოვლებულია მაგიური რკალი. წმიდა წერილი მშვიდობის სიმბოლოს ქრისტეს უწოდებს, ხოლო ჯვრის ამობრუნება და მისთვის მშვიდობის სიმბოლოს სახელის წოდება ჭეშმარიტებას ბღალავს და პირდაპირ შეურაცხყოფს მშვიდობის მომნიჭებელ ქრისტეს.
666 – მხეცის რიცხვი, აპოკალიფსში ნათლად არის ნათქვამი, რომ ეს რიცხვი სატანის ნიშანია. ამიტომ თუკი ვინმე მის შესახებ მღერის ან მას უმღერის, ეს იგივეა, რომ ეშმაკს უმღეროს. ეს რიცხვი გამოსახულია ანსამბლ „ბლექ საბითის" (ამ ჯგუფის სახელწოდება, რაც თარგმანში შავ შაბათს ნიშნავს, თავისთავად მრავლისმეტყველია) ფირფიტის გარეკანზე. იგივე რიცხვს იყენებენ ანსამბლები „პლაზმატიკი", „აფროდიტეს პირმშო", „მის იქსი" და სხვ. გამოდის ფირფიტები სახელით „მხეცის რიცხვი".
როკი და ტრანსსექსუალიზმი
როკის ერთ-ერთი განუყრელი ნიშანია ტრანსსექსუალიზმი. ეს არის მუსიკა, რომელიც ახალგაზრდებსა და მოზარდ თაობას სიყვარულის ჭეშმარიტი არსის მიმართ გარყვნილ დამოკიდებულებას უყალიბებს. „როლინგ სტოუნზის" ერთ-ერთი წევრი ინტერვიუში ამობობს: „როკი არის სექსი და ახალგაზრდებზე მისით უნდა მივიტანოთ იერიში". ხოლო ჯორჯ მაიკლის სიმღერაში „მინდა შენი სექსი", ტექსტი ასე ჟღერს: „მე არ მჭირდება ბიბლია, მხოლოდ ჩამხედე თვალებში".
საინტერესოა აგრეთვე ე.წ. „ანდროგენური (ორსქესიანი) როკის" ისტორია. 1951 წელს ჯონ რეიმ პირველად გაუკეთა დემონსტრირება თავის „ქალურ" თვისებებს. 1953 წელს ლითლ რიჩარდმა პირველად გაიკეთა ვარცხნილობა ქალთა სალონში, რის გამოც „ანდროგენ-როკის ნათლიმამის" წოდება მიიღო. 1958 წლიდან გამოჩნდნენ მომღერლები, რომლებიც ფალცეტით (მამაკაცის ქალისებური ხმა) ასრულებდნენ სიმღერებს, რამაც, რაოდენ გასაოცარიც არ უნდა იყოს, დიდი მოწონება დაიმსახურა მდედრობითი სქესის თაყვანისმცემლებში. 1966 წელს „როლინგ სტოუნზის" ფირფიტის გარეკანზე ჯგუფის ყველა წევრი ქალის კაბებით არიან გამოსახულნი. მოგვიანებით როკ-კონცერტებზე უკვე ჩვეულებრივ მოვლენად იქცა ქალის ტანისამოსში გამოწყობილი მამაკაცები, რომელთა უმეტესობა ბისექსუალია და ზოგი მათგანი უკვე შიდსითაც კი გარდაიცვალა...
არა მხოლოდ როკ-მუსიკა, მისი სხვადასხვა დამატებითი კომპონენტებიც კი უარყოფითად მოქმედებენ ადამიანის სულზე. მაგალითად, დასავლეთის ქვეყნების დისკოთეკები სხვადასხვა მკერხელური წინადადებიებით იწვევენ ახალგაზრდებს. ერთ-ერთი დისკოთეკის კარზე დახატული ეშმაკი პირდაპირ მიმართავს ადამიანს: „შენ ვერ წახვალ სამოთხეში, ასე რომ მობრძანდი ჯოჯოხეთში". თვალშისაცემია, რომ ამგვარი დისკოთეკები ძირითადად კვირაობით ეპატიჟებიან ახალგაზრდებს, რათა ამითაც შეურაცხყონ უფალი. ამაზე ნათლად მეტყველებს სხვა რეკლამებიც: „ღვთისგმობა - განკითხვის დღე", „ჯოჯოხეთის სახლში ცოდვით აღსავსე ხმები გაისმის. დიჯეი დემონი". ეს ყოველივე შემთვევითი არაა.
როკის „წმიდანები"
შეინიშნება აგრეთვე ერთი ტენდენცია: „როკ-ვარსკვლავების" წმინდანებისათვის შედარება. მაგალითად, ერთ-ეთი ჯურნალისტი წერდა: „თუკი ელვისი იყო ღმერთი, მაშინ ბითლზი იქნებოდა ქრისტე". სტატიების სათაურებში: „მადონა - როკის წმიდანი", „თინა თერნერი - მუსიკის წმიდანი 50 წლისაა" და ა.შ. მაგალითად, მომღერალი ოზი ოზბორნი მღვდელმთავრად იწოდება, თუმცა თავად სურს... ქრისტე იყოს.
ჯონ ლენონმა განაცხადა: „ქრისტიანობა გადაშენდება - იგი დაპატარავდება და მერე გაქრება. მე მართალი ვარ და ჩემი სიმართლე დადასტურდება. ჩვენ ახლა უფრო პოპულარულები ვართ, ვიდრე იესო ქრისტე. და მე არ ვიცი, ვინ წავა პირველი - როკ-ენ-როლი თუ ქრისტიანობა". კომენტარი აქაც ზედმეტად მიგვაჩნია.
80-იან წლებში აღმოჩნდა ფენომენი, რომელიც დღემდე ბოლომდე არ არის ახსნილი. ეს არის ფირფიტის უკუღმა დატრიალებისას გამოცემული ფარული ხმები, სხვადასხვა მიმართვები, ღვთის საგმობი სიტყვები და სატანის დიდება. საინტერესოა, რომ ეს წინასწარგანზრახულად არ კეთდება, ვინაიდან თავად სიმღერის ავტორისთვისაც კი შედეგი ყოველთვის მოულოდნელია. მაგალითად, „ბითლზების" სიმღერაში „რევოლუცია №9" სიტყვა №9 თორმეტჯერ მეორდება. თუ ამ ადგილს უკუღმა მოვისმენთ, გამოდის ფრაზა: „სექსუალური სიამოვნება მაგრძნობინე, მკვდარო ადამიანო". „ლედ-ზეპელინების" სიმღერაში „კიბე ცისკენ", მესამე სტროფის უკუღმა მოსმენისას გამოდის: „მე უნდა ვიცხოვრო სატანისათვის", ხოლო სიტყვებში კიდევ გაქვს დრო, რომ შეცვალო გზა, რომელსაც ადგახართ" - „საყვარელო სატანა, შენს გარდა ვერავინ მიჩვენებს გზას". „ბლექ ოუკ არკანზასის" ჯგუფის სიმღერაში „როდესაც არკანზასში ელექტრობა შემოვიდა", უკუღმა მოსმენისას გაისმის: „სატანა... სატანა... სატანა... იგი ღმერთია... ღმერთია... ღმერთია" რის შემდეგაც დემონური სიცილი გაისმის. (ზოგიერთი სიმღერის უკუ-დატრიალების ეფექტს შეგიძლიათ მოუსმინოთ მისამართზე: http://jeffmilner.com/backmasking.htm)
ამბობენ, თითქოს არსებობს „ქრისტიანული როკის" მიმდინარეობაც, მაგრამ ეს სინამდვილეს არ შეეფერება. როკი მუსიკის ველური სახეობაა, სულს აშფოთებს და უარყოფით ემოციებს იწვევს, როგორ შეიძლება, ადამიანმა ასეთ მშფოთვარე მდგომარეობაში ადიდოს უფალი?! ეს იგივეა, რომ არსებობდეს „ქრისტიანული მეძაობა" ან „ქრისტიანული მაგია".
იმისათვის, რომ უფრო ადვილად შენიღბონ როკ-მუსიკის ჭეშმარიტი არსი, ხშირად ცდილობენ, ზნეობრივი ცხოვრების წესს შეუთავსონ იგი. მაგალითად, ელის კუპერი ასეთ „კომპრომისზე" მიდის: „დილით ეკლესია, ღამით როკ-ენ-როლი" წმიდა წერილი კი გვასწავლის „ვერვის ხელ-ეწიფების ორთა უფალთა მონებად: ანუ ერთი იგი მოიძულოს და სხუაი იგი შეიყუაროს, ანუ ერთისაი მის თავს-იდვას, და ერთი იგი შეურაცხყოს" (მთ. 6.24).
უნდა ვიცოდეთ, რომ ეს მხოლოდ და მხოლოდ სატანის მორიგი ნიღაბი და ხაფანგია. თუმცაღა ეს, რა თქმა უნდა, არ ეხება მუსიკის სხვა მრავალ ჟანრსა და შემსრულებლებს.
მართლმადიდებელი ქრისტიანისათვის როკ-მუსიკით გატაცება მეტად საშიშია. ნუთუ ვინმეს გაუჩნდებოდა სურვილი თუნდაც მსუბუქად გასართობად გათამაშებოდა სატანას (?!) გავიხსენოთ საყოველთაოდ ცნობილი ხატი: ჯოჯოხეთისკენ მიმავალი გზა ფართოა და მრავალფეროვანი, ეშმაკი საკრავით ხელში, ტკბილი სიმღერებით ყველას თავისკენ ეპატიჟება, მაგრამ ხატზე ისიც მკაფიოდ ჩანს, და რაც ყოველთვის უნდა გვახსოვედეს, რომ სასუფევლისაკენ მხოლოდ ვიწრო და ძნელი გზა მიგვიყვანს. რადგან წმიდა წერილში ნათქვამია „არცა მეძავთა, არცა კერპთმსახურთა, არცა მუმრუშეთა, არცა ჩუკენთა, არცა მამათმავალთა... არცა მაგინებელთა სასუფეველი ღმრთისაი ვერ დაიმკვიდრონ".