მოგესალმებით!კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენს საიტზე "უფალი გფარავდეთ"
  

  

  

  

  

  

Real Menu
საიტის მენიუ
მთავარი კონტაქტი ფლეშ სიახლეები ხატები და ფრესკები ეკლესია–მონასტრები თქვენი თხოვნები რა არის როკ–მუსიკა სამარხვო კერძები სხვადასხვა მამათა გამონათქვამები საგალობლები ბიბლია მარხვები დღესასწაულები საქართველოს ისტორია ფსალმუნები დასაბეჭდი ლოცვანი ქადაგებანი და წერილები ხატები ფოტოალბომი წმინდა სინოდი ქრისტეს 12 მოციქული პატერიკი სახარება ჩვენი ტაძარი მამათა სწავლებანი
ფეისბუქის ქოვერები

ჩვენთან არს ღმერთი



















ჩვენი გამოკითხვა
როგორი საიტია ?
ჩვენი გამოკითხვა
სულ ონლაინში: 22
სტუმარი: 22
მომხმარებელი: 0
საიტის წევრები არ არიან...
სულ ონლაინში: 22
სტუმარი: 22
მომხმარებელი: 0
სტუმარი მომხმარებელი
საიტზე ძებნა
მომხმარებლის პროფილი
სტუმარო


სტუმარო გთხოვ დარეგისტრირდი ან გაიარე ავტორიცაზია!


აუდიო ბიბლია
ჩვენთან არს ღმერთი



















თქვენი რეკლამა



Top სტატუსი



სიტყვა მეორესა კვირიაკესა
ფერისცვალება

მარჯვნივ
მარცხნივ


ყოველდღიური სიახლეები ვიდეო სიახლეები წმიდანთა ისტორიები

ასისთავი


მიტროპოლიტი ანტონ სუროჟელი

ასისთავი
(ქადაგება სულთმოფენობიდან მე-4 კვირას)

სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა!

როგორ ვნატრობთ, რომ ჩვენს ჭერქვეშ, ჩვენთან მოვიდეს ქრისტე, რომ განვიცადოთ მისი თანაყოფნა, სიხლოვე...

ასე ხდება, როცა ხორციელი ავადმყოფობა გვეწვევა, როცა მწუხარება მოგვიცავს, უიმედობა შეგვიპყრობს, როცა ცხოვრებაში სიცარიელე ისადგურებს, როცა მომავალს ბურუსი ფარავს. ასე ხდება ნათელ წუთებშიც, როცა სული ელტვის რაღაც მარადიულს, რომელიც გახსნის მას, გადაალახვინებს ყველა დაბრკოლებას დედამიწაზე. და მაშინ მწუხარებასა და ვარამს ვეძლევით:

უფალო, მოვედ! უფალო, ნუთუ არ შეისმენ ჩემს ხმას? ნუთუ ისევ შორს დარჩები? მაშ, მოვედ, უფალო... ასეთი სევდით, თუმც კი სხვა აზრით, შეჰღაღადებენ წმინდა წერილში სული და სასძლო უფალს, მალე დადგეს დასასრული ჟამთა, წავიდეს დრო და მოვიდეს მარადიულობა: მოვედ, უფალო იესუ, მოვედინ მალე!.. ჩვენ კი რას ვითხოვთ? - მოვიდეს უფალი და განაქარვოს სევდა, დააცხროს სნეულება. სული და სასძლო კი რას ელიან? - რომ ყველაფერი წარვიდეს: ცაც და მიწაც, დროც და დარჩეს მხოლოდ უფალი დიდებისა მათ წინაშე, ჩვენს წინაშე და დაივანოს ჩვენში თავისი წმიდა სულით.

ეს დროც დადგება, მაგრამ განა გულწრფელად, სუფთა სინდისით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენც ვუერთდებით ამ დიად და საშინელ ლოცვას, სასძლო-ეკლესია და სული წმიდა რომ აღავლენენ? გვსურს, რომ წარვიდეს ყოველივე, განქარდეს დრო, აღარ იყოს მიწა, არ დარჩეს არაფერი, რასაც ირგვლივ ვხედავთ, და დადგეს მარადიული სასუფეველი ღვთისა? ჰოი, რომ არა! ჩვენ არ გვყოფნის რწმენა, არ გვაქვს უბრალო, გულწრფელი მინდობა ღვთისადმი, რომ როცა ეს მოხდება, ყველაფერი გვექნება. ჩვენ უფალს ვთხოვთ, მოვიდეს ჩვენთან და ჩვენ ვშიშობთ, უფალმა არ გვითხრას: დავარღვევ დროისა და სივრცის საზღვრებს, აღვხოცავ ყოველივეს, რაც იჭერს ცასა და ქვეყანას და მოვა სასუფეველი ცათა, და თქვენ შეხვალთ მასში. ჩვენ ვამბობთ: უფალო, ის, რაც უცნობია, გვაშინებს ჩვენ, იქ მოდი, რაც ნაცნობია, რაც მშობლიურია ჩვენთვის, შემოდი ჩვენს სევდაში, ჩვენს წუხილში, ჩვენს დროებით ცხოვრებაში და განგვკურნე მხოლოდ; ჰქმენ ისე, რომ განსაცდელები არ იყოს ასე მტანჯველი, ასე მწარე, ასე საშიში ჩვენთვის, განგვიკურნე სხეული, გაგვიჯანსაღე, გაგვიმრთელე ცხოვრება.

და მოდის ქრისტე ხორციელი სახით, ჩვენ კი ველით და ვფიქრობთ: ნუთუ არ მოვა უფალი? და ჟამთა სიღრმიდან გვეზრახება წარმართი ასისთავი, რომლის შესახებაც დღეს ამოვიკითხეთ. უფალო, შენ უნდა მოხვიდე ჩემს სახლში? არა, უფალო! ნუ იქნებინ! მე არა ვარ ამის ღირსი! შენი მხოლოდ ერთი სიტყვაა საკმარისი, რომ ყველაფერი კარგად იყოს...

ჩვენ კი გვაქვს ეს სიტყვა, რომელიც ჟღერს, მღერის, ქუხს ყოველ მსახურებაზე სახარების კითხვისას. ამ სიტყვას სახლშიაც შეგვიძლია დავეწაფოთ: სიტყვას ქრისტესი, სიტყვას მკურნალს, განმაახლებელს, სიტყვას ძლიერსა და ნათელს, სიტყვას ცოცხალსა და სულიერს, სიტყვას ისეთს, რომლის წარმოთქმაც ძე ხორციელს არ ძალუძს დედამიწაზე, რადგან სიტყვა ღვთისა აღწევს უშინაგანეს ადამიანში, მისი სულის ყველაზე მიუვალ კუნჭულებში და ყოველივეს განაცხოველებს. და ჩვენ გვაქვს ეს სიტყვა.

და აი, როცა ისადგურებს უკუნი, გვიპყრობს შიში, გვწყლავს სნეულება, როცა სულს მწუხარება დაუფლებია, როცა იმედს ეჭვი შეჰპარვია, მივხედოთ უფალს და შევღაღადოთ: უფალო, არა ვარ ღირსი, რომ ხორციელად, სასწაულებრივად წარმომიდგე ახლა, მაგრამ მე მაქვს შენი სიტყვა, ცოცხალი და განმაცხოველებელი, წმინდა, გარდამსახველი სიტყვა! - და მივმართოთ ამ სახარებისეულ სიტყვას, ავიღოთ ხელში წმინდა და ღვთიური წიგნი და წავიკითხოთ, რას ამბობს უფალი. და წარმოვიდგინოთ, რომ ახლა ეს სიტყვები ჩვენდამი წარმოითქმის.

მაშინ ყველაფერი გარდაისახება ირგვლივ: სულს აღფრთოვანება მოიცავს, ცხოვრებაში სიცოცხლე შემოიჭრება, ქრისტე თავისი ძლევამოსილი და ცოცხალი სიტყვით შემოვა ჩვენს ჭერქვეშ, ჩვენს შორის, ჩვენს ოჯახში, ჩვენს წუხილსა თუ სიხარულში. ვისწავლოთ წარმართი ასისთავისაგან რწმენა და მორჩილება: არა ვარ ღირსი, უფალო, რომ ჩემს სახლში შემოხვიდე, მხოლოდ სიტყვით თქვი და ყველაფერი კარგად იქნება. ამინ.

შეაფასეთ: 5.0/2
ნანახია: 1417 | დაამატა: Sarcmunoebaკომენტარები (0)



html-კოდი ინფორმაციის
BB-კოდი ინფორმაციის
გაუზიარე ეს ინფორმაცია მეგობარს


 

კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია
სულ კომენტარები: 0